არგენტინის ბანკი ბიტკოინით ტრანზაქციებს განახორციელებს

0
1888

არგენტინულმა ბანკმა, Banco Masventas-მ Bitex-თან პარტნიორობის შესახებ განაცხადა. პატნიორობა მიზნად ისახვას საერთაშორისო გადარიცხვების სისტემაში ბიტკოინის გამოყენებას.

Bitex-ი წარმოადგენს Blockchain-ზე დაფუძნებულ ფინანსური მომსახურების პროვაიდერს, რომელიც ლათინური ამერიკის ქვეყნებში ოპერირებს.

ბანკის ინფრომაციით, ახალი სერვისი საშუალებას აძლევს მომხმარებელს ფული გადარიცხოს ერთი ანგარიშიდან მეორე ანგარიშზე გაცილებით ნაკლებ დროში, ვიდრე ეს ხდება ტრადიციული საბანკო გადარიცხვებისას.

როგორც ბანკში აცხადებენ ახალი სერვისი 24 საათით შეამცირებს გადარიცხვების პერიოდს.

ხოსე უმბერტო დეკაკმა, რომელიც Masventas-ის მთავარი აქციონერია, განაცხადა, რომ ეს ნაბიჯი ბანკის ციფრულ და სმარტფონზე დაფუძნებული სერვისების გაძლიერებასა და საბანკო მომსახურების ხარჯების შემცირებას ემსახურება.

“ერთ-ერთი ინიციატივაა Bitex-ის, როგორც სტრატეგიული პარტნიორის გამოყენება Bitex Exchange-ზე, რათა ჩვენი საზღვარგარეთ მყოფი მომხმარებლებისთვის გადახდისა და მომსახურების სერვისი იყო უზრუნველყოფილი”.

გადარიცხვების გარდა, Bitex-ი აცხადებს, რომ მას შეუძლია უზრუნველყოს უფრო უსაფრთხო ტრანზაქციები. კომპანიის ვებ-საიტზე გამოქვეყნებული ინფორმაციის მიხედვით, Bitex-ი მკაცრად იცავს უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ წესებს და მიღებული აქვს ზომა, რომელსაც ასე ეწოდება: “იცნობდე შენს კლიენტს”, რაც გულისხმობს ბირჟაზე მომხმარებლის ნამდვილი მონაცემებით რეგისტრაციას.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი