სალვადორში Bitcoin City-ისთვის შესაძლოა, გეოთერმული ენერგია გამოიყენონ

0
943

სალვადორის პრეზიდენტი, ნაიბ ბუკელე აცხადებს, რომ ქვეყნის ერთ-ერთი არააქტიური ვულკანიდან გეოთერმული ენერგია Bitcoin City-ს პროექტის გასაძლიერებლად შეიძლება იქნას გამოყენებული.

პრეზიდენტმა ბუკელემ განცხადებაში აღნიშნა, რომ არსებობს 90%-იანი ალბათობა იმის, რომ კონჩაგუას ვულკანიდან 42 მეგავატის ენერგიას გამოიმუშავებენ.

მისი თქმით, ეს ენერგია საკმარისი იქნება მთელი “ბიტკოინის ქალაქისთვის.“

ამ და მსგავს პროექტებს, სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ელექტრო კომპანია LaGeo ახორცეიელებს. საერთო გაანგარიშებით კომპანიას აქტიური ვულკანებიდან 95 მეგავატი ენერგიის გამომუშავება შეუძლია.

როგორც ცნობილია, ვულკანი კონჩაგუა მდებარეობს სალვადორის აღმოსავლეთ საზღვართან და გადაჰყურებს ფონსეკას ყურეს. მეცნიერებმა დაადასტურეს, რომ მას ისტორიულად არ ჰქონია ამოფრქვევები.

პრეზიდენტმა ბუკელემ შარშან განაცხადა “ბიტკოინის ქალაქის” მშენებლობის შესახებ.

მისი თქმით, თუ აღნიშნულ პროექტს დასჭირდება უფრო მეტი ენერგია, ვიდრე ვულკანები გამოიუმუშავებენ, მთავრობა ამ გეგმის განსახორციელებლად სხვა საშუალებებს გამოიყენებს.

ასევე ქვეყანაში არსებული, ნებისმიერი გამოუყენებელი ენერგია მოხმარდება “ბიტკოინის ქალაქს”, რათა მან დროულად შეძლოს თანხების გამომუშავება და ბიუჯეტის შევსება.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი