ინდოეთი კრიპტოვალუტას 18%-ით დაბეგრავს

0
1882

ინდოეთის ხელისუფლება მუშაობს წინადადებაზე, რათა კრიპტოვალუტის ტრანზაქციების საკითხი საქონლისა და მომსახურების საგადასახადო ორგანოს დაქვემდებარებაში მოექცეს.

მთავრობის ცენტრალური საბჭო ე.წ. ირიბი გადასახადების განხილვას ითვალისწინებს, რაც საბირჟო ოპერაციების დროს 18%-იან გადასახადს გულისხმობს. საბჭო კრიპტოვალუტას “არამატერიალურ საქონლად” მიიჩნევს.

“კრიპტოვალუტის ყიდვა ან გაყიდვა უნდა ჩაითვალოს საქონლის მიწოდების სახით და განხილული უნდა იყოს, როგორც მომსახურება”, – ნათქვამია განცხადებაში.

ინდოეთმა ჯერჯერობით თავი შეიკავა კრიპტოვალუტის მიმართ რეგულაციის დაწესებისგან.

ამასთანავე, აპრილში, ინდოეთის სარეზერვო ბანკმა ფორმალურად აუკრძალა ადგილობრივ ინსტიტუტებს კრიპტოვალუტის გამოყენება.

თუ საგადასახადო წესი დაწესდება ეს ნიშნავს, რომ ნელ-ნელა ქვეყანა კრიპტოვალუტის ლეგიტიმაციისკენ გადადგამს ნაბიჯებს.

შეგახენებთ, რომ ინდოეთში ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც კრიპტოვალუტის დაბეგვვრაზეა საუბარი. თებერვალში დაახლოებით ნახევარი მილიონამდე ტრეიდერს გაეგზავნა წერილი, რომელიც მათგან მოგების გადასახადს ითხოვდა.

აქვე უნდა აღინიშნოს, რომ მარტში ინდოეთის 30 ქალაქში მაინინგის შესახებ საგანმანათლებლო პროექტი განხორციელება დაიგეგმა.

პროექტის შესახებ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია იყო: “ეს პროგრამა მიზნად ისახავს ინფორმაციის მიწოდებას სოფლად მცხოვრები ადამიანებისთვის, განსაკუთრებით ახალგაზრდებისთვის და ფერმერული საზოგადოებისთვის, რათა მათ მიიღონ სარგებელი, რაც თავის მხრივ, ამ მიმართულებით ახალ ეკონომიკურ განვითარების საფუძველს შექმნის”.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი