პარაგვაი ციფრული ვალუტის სექტორს რეგულაციებს დაუწესებს

0
874

2021 წლის 17 დეკემბერს პარაგვაის სენატმა კრიპტოვალუტის კანონპროექტი დაამტკიცა. დებულებები ციფრულ ვალუტასთან დაკავშირებულ რამდენიმე საკვანძო ტერმინს განსაზღვრავს. ამავდროულად, კანონპროექტი კრიპტოვალუტების მაინინგის ლიცენზირებას მოითხოვს.

სენატორმა ფერნანდო სილვა ფაცეტიმ განაცხადა, რომ კანონპროექტი პარაგვაის სენატში დებატების შემდეგ იქნა მიღებული.

სენატორის თქმით, კანონი ასევე მიზნად ისახავს ხელი შეუწყოს კრიპტომაინინგის საქმიანობის ზრდას ქვეყანაში გამომუშავებული ჭარბი ელექტროენერგიის გამოყენებით. კანონმდებლობის ნაწილი მოიცავს ციფრული ვალუტების, ტოკენების, კრიპტოვალუტის მაინინგისა და ციფრული ვალუტების სერვისის პროვაიდერების სტატუსის განმარტებას.

კანონპროექტში ცალსახად ნათქვამია, რომ კრიპტოვალუტის მაინინგი არის ლეგალური საქმიანობა და აღნიშნულია, რომ:

“მაინინგი არის ციფრული და ინოვაციური ინდუსტრია. ეს ინდუსტრია ისარგებლებს ეროვნული კანონმდებლობით გათვალისწინებული წამახალისებელი მექანიზმებით.”

შეგახსენებთ, რომ პარაგვაის მეზობელმა ურუგვაიმ კრიპტოვალუტის რეგულაციაზე მსჯელობა ზაფხულში დაიწყო.

2021 წლის აგვისტოში სენატორმა ხუან სატორიმ კანონპროექტი წარადგინა, რომელიც დაარეგულირებს კრიპტოვალუტას და საშუალებას მისცემს ბიზნესს მიიღოს კრიპტო გადასახადები.

სენატორი უერთდება სამხრეთ ამერიკისა და ესპანურენოვანი ქვეყნების პოლიტიკოსების მზარდ ჩამონათვალს, რომლებიც ბიზნეს საქმიანობაში კრიპტოვალუტის დანერგვას ცდილობენ.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი