არაბთა გაერთიანებული საამიროები კრიპტოვალუტისა და Blockchain ტექნოლოგიის განვითარებას აგრძელებს.
“დუბაი არის კრიპტოვალუტის ინდუსტრიის მიმართ ყველაზე მეგობრულად განწყობილი”,- აღნიშნავს Bittrex Global-ის აღმასრულებელი დირექტორი, სტივენ სტონბერგი.
დუბაი სავარაუდოდ სარგებელს მიიღებს ახლო აღმოსავლეთში კრიპტო ბაზრის გაფართოებით, რადგან ადგილობრივი მარეგულირებელი ორგანოები სულ უფრო მეტად იღებენ Blockchain-თან დაკავშირებულ ტექნოლოგიებს.
არაბეთის გაერთიანებული საამიროები აკეთებენ ყველაფერს იმისთვის, რომ რაც შეიძლება მეტი რეგიონალური პროექტი მოიზიდონ.
“საგადასახადო სამართლიანობის ქსელის” მონაცემების თანახმად, 2021 წლის მარტში არაბეთის გაერთიანებული საამიროები, შვეიცარიასთან და ბერმუდის კუნძულებთან ერთად, ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად მზარდი ადგილი გახდა.
”მე ვფიქრობ, რომ დუბაის კრიპტო სივრცე ფანტასტიკურად იქნება”,- აღნიშნა სტივენ სტონბერგმა.
უნდა აღინიშნოს, რომ Bittrex Global-ი ახლა ელოდება შემდგომ გაფართოებას და მეტ კლიენტს რეგიონში. კრიპტოვალუტის ბირჟა არის გლობალური კრიპტო სავაჭრო პლატფორმა, რომელიც აგრეთვე არის ერთ-ერთი უდიდესი კრიპტოვალუტის ბირჟა.
შეგახსენებთ, რომ გასულ წელს Bittrex Global–მა ბერმუდის კუნძულებზე ციფრული ვალუტებით ვაჭრობის ლიცენზია მიიღო.