29 იანვარს დაფიქსირებული ფასების მცირე მიმოხილვა

0
1131

პარასკევს, 29 იანვარს ციფრული ვალუტის ბაზრის მდგომარეობა შეადარებით გაუმჯობესდა.

ბიტკოინის ფასის ნიშნული 31.000 დოლარს მნიშვნელოვნად ასცდა. უნდა აღინიშნოს, რომ დღის განმავლობაში ბიტკოინის ფასის მკვეთრი ცვლილება დაფიქსირდა. ბოლო 24 საათის განმავლობაში ბიტკოინის კურსის ნიშნული 7.51%-ით არის მომატებული.

ამ ეტაპზე ბიტკოინის ფასი 34.700 დოლარის ფარგლებში მერყეობს.

ბაზარზე ბიტკოინის დომინირების მაჩვენებელი კი 64.1%-ს შეადგენს.

რაც შეეხება ეთერიუმს: ალტკოინის ფასმა 1%-ით მოიმატა. ეთერიუმის კურსი კი 1.330 დოლარზე დაფიქსირდა. უნდა აღინიშნოს, რომ ეთერიუმის ფასის მაჩვენებელი ნელ-ნელა 1.400 დოლარის ნიშნულს უახლოვდება.

მოსალოდნელია, რომ დღის ბოლომდე, თუკი ეთერიუმმა ზრდის ტენდენცია არ შეაჩერა, ეთერიუმის ფასი 1.360 დოლარზე დაფიქსირდეს.

შეგახსენებთ, რომ CoinMarketCap-ის მონაცემების თანახმად, 29 იანვრის დღის მეორე ნახევრის მონაცემების მიხედვით, კრიპტოვალუტების მთლიანი საბაზრო კაპიტალიზაცია დაახლოებით 1 ტრილიონ დოლარს შეადგენდა.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი