პალაუს რესპუბლიკა და Cryptic Labs-ი ციფრული რეზიდენციის პროგრამას იწყებენ

0
1001

პალაუს, წყნარი ოკეანის კუნძულოვანი ქვეყნისა და Blockchain-ის განვითარების კომპანია, Cryptic Labs-ის ერთობლივი ძალისხმევით, გამოცხადებულ იქნა Root Name System-ის (RNS) პროგრამის გაშვება.

Cryptic Labs-ისა და სუვერენული რეზიდენციის პროგრამას შორის პარტნიორობის დასაწყებად პალაუს პრეზიდენტმა სარანჯელ უიფსმა ხელი მოაწერა შეთანხმებას, რათა ყველა გლობალურ მომხმარებელს ციფრული რეზიდენტობა RNS-ის მეშვეობით მიენიჭოს. თავის მხრივ, ეს შესაბამისობაში იქნება ქვეყნის ციფრული რეზიდენტობის აქტთან.

პალაუს რესპუბლიკა მდებარეობს წყნარი ოკეანის დასავლეთ ნაწილში და შედგება დაახლოებით 340 კუნძულისგან, სადაც 18221 ადამიანი ცხოვრობს.

„ჩვენს ციფრულ რეზიდენტურ პროგრამას ექნება იდენტიფიკაციის საერთაშორისოდ აღიარებული სტანდარტების დადასტურების შესაძლებლობა, რათა პალაუმ დაიცვას კანონის უზენაესობა და რეპუტაცია. ჩვენ მივესალმებით მსოფლიოს ყველა მოქალაქეს, ჩვენს ახალ პროგრამაში მონაწილეობის მისაღებად”,- განაცხადა პრეზიდენტმა სარანჯელ უიფსმა.

აღნიშნული პროგრამა Blockchain-ზე დაფუძნებული იურიდიულად დამოწმებული ID-ის მიღებას უზრუნველყოფს, რაც თავის მხრივ, იძლევა გლობალურ ბიზნესებზე წვდომის შესაძლებლობას.

პროგრამა ბიზნეს სექტორს, დემოკრატიზაციისა და მმართველობის დისტანციურ ფორმირებასა და ფუნქციონირებაში დაეხმარება.

ის ასევე მომხმარებლებს საშუალებას მისცემს მიიღონ საცხოვრებელი მისამართი პალაუში, რისი დამარებითაც გადაზიდვის სერვისებს და ციფრულ ხელმოწერას გადაამოწმებენ.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი