რეგულაცია შესაძლოა, კრიპტოვალუტის ბანკომატებსაც შეეხოს

0
1566

გლობალური მარეგულირებელი კრიპტოვალუტის ბანკომატის ოპერატორებს სავრაუდოდ რეგულაციებს დაუწესებს.

ექსპერტები ვარაუდობენ, რომ ბიტკოინის ბანკომატები მკაცრი რეგულაციების წინაშე აღმოჩნდება. განსაკუთრებით ეს შეეხება კანადასა და გერმანიას, სადაც ფულის გათეთრების წინააღმდეგ საშუალებები უკვე აქტიურად ინერგება.

ამ ეტაპზე, როგორც ცნობილია, 2019 წელს აშშ-დან საზღვარგარეთ ბიტკოინით საეჭვო გადარიცხვის ოპერაციების პროცენტული რაოდენობა 74%-ს შეადგენდა.

ამასთანავე, Law360- სთან ინტერვიუს დროს CipherTrace-ის აღმასრულებელმა დირექტორმა, ჯონ ჯეფრიზმა განაცხადა, რომ ბანკომატები მარეგულირებელი ორგანოების ინტერესის ობიექტი გახდებოდა.

ამასთანავე, აღსანიშნავია, რომ ამჟამად, ბიტკოინის გადახდის აპარატზე ევროკავშირის მასშტაბით ფულის გათეთრების წინააღმდეგ შემუშავებული წესები არ ვრცელდება.

ეს საკითხი მნიშვნელოვანია, რადგან 2019 წელს ესპანეთში დაპატიმპრებული ესპანელებისა და ლათინო ამერიკელების ჯგუფი ევროპოლისა და ადგილობრივი პოლიციის ყურადღების ცენტრში მოექცა.

როგორც ცნობილი გახდა, დაკავებულებმა კრიპტო ბანკომატები ნარკოკარტელის დასაფინანსებლად გამოიყენეს. მიუხედავად იმისა, რომ მსოფლიოში კრიპტოვალუტით ვაჭრობა ან გადახდის ფორმით გამოყენება ექვემდებარება გარკვეულ რეგულაციებს არანაირი წესი არ ვრცელდება ბანკომატებზე.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი