ნიგერია სტაბილკოინის გამოშვებაზე მუშაობს

0
864

ნიგერიის ცენტრალურმა ბანკმა წინასწარი მითითებები ციფრული ვალუტა – e-naira-ს შესახებ გამოსცა.

კომერციულ ბანკებისადმი გაგზავნილ დოკუმენტში ცენტრალური ბანკის ციფრული ვალუტის დიზაინის რამდენიმე მახასიათებელია აღწერილი.

ნიგერიის სტაბილკოინი არის კოდირებული „Project Giant-ი“ და მიბმული იქნება ადგილობრივი ვალუტის ღირებულებასთან.

აღსანიშნავია, რომ ქვეყნის ცენტრალური ბანკი პასუხისმგებელია ციფრული ვალუტის გამოშვებაზე, გავრცელებაზე, მონიტორინგისა და მართვის სხვა ფუნქციებზე.

დოკუმენტზე დაყრდნობით, ნიგერია ფულის გათეთრების წინააღმდეგ ბრძოლას განაგრძობს და კრიპტო სექტორში ასევე ნერგავს უსაფრთხოების სისტემას.

ნიგერიის ცენტრალური ბანკი ასევე გეგმავს, რომ უზრუნველყოს e-naira-ს გამოყენებით საფულეებს და საბანკო ანგარიშებს შორის შეუფერხებელი უფასო გადარიცხვა.

ნულოვანი საფასურის სტრუქტურა, სავარაუდოდ, ციფრული ვალუტის მიღების სტიმულირების საშუალებაა.

შეგახსენებთ, რომ აგვისტოს მონაცემების მიხედვით, ნიგერიაში კრიპტოვალუტით ვაჭრობის მაჩვენებელი გაზრდილია.

პოლიტიკური და ეკონომიკური კრიზისების შერწყმამ განაპირობა კრიპტოვალუტის მიღება, მათ შორის სოციალურმა პრობლემებმა და ყოვლისმომცველმა ინფლაციამ.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი