კვირის შეჯამება: ფასების ანალიზი

0
1634

კრიპტობირჟა Bithumb-ზე ჰაკერების თავდასხმის შემდეგ, კრიპტოვალუტების ბაზარმა დღითიდღე შემცირება დაიწყო. უნდა ითქვას, რომ ყველა კრიპტოვალუტა კურსის მკვეთრ კლებას განიცდის.

ბიტკოინი

ბიტკოინის ფასი შემცირებას აგრძელებს. ამ ეტაპზე კრიპტოვალუტამ 6.075 დოლარის ნიშნულის შენარჩუნება უნდა ეცადოს.

თუ აღნიშნული მხარდაჭერა ვერ მიიღო ბიტკოინმა მაშინ, მოსალოდნელი კურსი ჯერ 6000 შემდეგ კი, 5.450 დოლარია.

ანალიტიკოსები ტრეიდერებს მოქმედების დაწყებას მაშინ ურჩევენ, როდესაც ბიტკოინი 6.000 დოლარის ნიშნულს მიუხლოვდება.

როგორც ექსპერტები ამბობენ ამ ეტაპზე, ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ ბიტკოინმა გრძელდევადიანი პოზიციები შეინარჩუნოს. მოსალოდნელი გრძელვადიანი პოზიცია კი, 6.000-6.075 დოლარს შორის მერყეობს.

ეთერიუმი

ეთერიუმი დღევანდელი მდგომარეობით შემცირებას განიცდის. იმ შემთხვევაში, თუ კრიპტოვალუტა 450 დოლარის დონეზე ჩამოვა მომდევნო ძირითადი მხარდაჭერა ეთერიუმს 358 დოლარზე ექნება.

ექსპერტები მიუთითებენ იმაზე, რომ მიუხედავად ფასის მკვეთრი კლებისა, ბიტკოინის მსგავსად ეთერიუმსაც სჭირდება გრძელვადიანი პოზიციები.

რიპლი

რიპლის ამ ეტაპზე 0.45 დოლარზე აქვს მხარდაჭერა.

მაგრამ იმ შეთხვევაში, თუ კრიპტოვალუტა 0.45 დონეს ვერ ასცდება მაშინ, მომდევნო ფასის მაჩვენებელი კიდევ უფრო მცირე, 0.24 დოლარი იქნება.

თუ ყველაფერი პოზიტივისკენ შეიცვალა და რიპლიმ შეძლო კურსის გაზრდა მაშინ, კრიპტოვალუტამ შესაძლოა მხარდაჭერა 0.56 დოლარზე მიიღოს.

ექსპერტები ტრეიდერებს არანაირი სახის ვაჭრობას არ ურჩევენ მანამ სანამ, კრიპტოვალუტის კურსის პოზიციები არ გამოიკვეთება.

ბიტკოინ Cash-ი

ზედიზედ სამდღიანი კურსის ვარდნის შემდეგ, კვლავაც ვერ მოახერხა ბიტკოინ Cash-მა ფასის ზრდა.

ამჟამად, კრიპტოვალუტა 777-736 დოლარის ზონაში მხარდაჭერის მოპოვებას ცდილობს. იმ შემთხვევაში, თუ ბიტკოინ Cash-მა ეს დიაპაზონი ვერ შეინარჩუნა მაშინ, მოსალოდნელია ფასი 620 დოლარზე დაეცეს.

ამ ეტაპზე, ანალიტიკოსები ბიტკოინ Cash-ის გრძელვადიანი პოზიციების გამყარებას ელოდებიან.

ლაიტკოინი

უკანასკნელი სამი დღის განმავლობაში ლაიტკოინი ფასის გაზრდას ვერ ახერხებს.

როგორც ექსპერტები ამბობენ, ლაიტკოინს 84 დოლარზე ექნება მხარდაჭერა. იმ შემთხვევაში, თუ კრიპტოვალუტა ამ ნიშნულს ვერ შეინარჩუნებს შესაძლოა, ფასი 75 დოლარზე დაეცეს.

კურსის გაზრდისკენ პირველი ნიშანი იქნება, როდესაც ლაიტკოინის ფასი 108 დოლარის ნიშნულს მიაღწევს და გადააჭარბებს. მანამდე კი უმჯობესია არსებული ნიშნულის შენარჩუნება.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი