არაბეთის გაერთიანებული საამიროების ცენტრალური ბანკი საუდის არაბეთის სავალუტო ფონდთან ერთად ორ ქვეყანას შორის კრიპტოვალუტით გადარიცხვების ოპერაციების დაშვების პროექტზე მუშაობს.
ამის შესახებ ინფორმაციას დუბაიში დაფუძნებული მედია GulfNews-ი ავრცელებს.
არაბეთის რეგიონის გლობალური საბანკო სტანდარტებისა და რეგულირების შესახებ გამართულ შეხვედრაზე, არაბეთის გაერთიანებული საამიროების ბანკის მმართველმა მურაბაკ რაშედ ალ მონსოურიმ განაცხადა:
“ამ თემაზე სხვადასხვა ქვეყნის მონეტარული ხელისუფლების თანამშრომლობა მოწმობს, რომ ეს მიღწევა ხელს შეუწყობს ჩვენს რეგიონში მსგავსი პროექტების გაღრმავებას”.
მიუხედავად ამისა, მურაბაკ რაშედ ალ მონსოურიმ ასევე აღნიშნა, რომ ციფრული ვალუტა უნდა იყოს გამოყენებული მხოლოდ ბანკებს შორის გადარიცხვების განსახორციელებლად.
შეგახსენებთ, რომ მედიაში ჯერ კიდევ თებერვალში გავრცელდა ინფორმაცია, რომ საუდის არაბეთის ცენტრალური ბანკი რიპლისთან პარტნიორობას იწყებდა.
ხელშეკრულების თანახმად, საუდის არაბეთის ბანკები რიპლის გადახდის ტექნოლოგიას საზღვარგარეთ ტრანზაქციებისათვის გამოიყენებდნენ.
ცენტრალურმა ბანკმა და რიპლიმ შეიმუშავა საპილოტო პროგრამა, რათა უზრუნველყოფილიყო ბანკების მიერ გადარიცხვების სისწრაფე. რიპლის პროგრამული უზრუნველყოფა საშუალებას იძლეოდა ბანკების მიერ საზღვარგარეთ მყისიერი გადარიცხვებისა.