ლიბანში პოლიტიკური კრიზისის დროს ციფრული ვალუტა აქტუალური თემა ხდება

0
1278

ლიბანის ეროვნული ვალუტა დოლართან მიმართებით გაუფასურებულია. ბოლო მონაცემებით, დაახლოებით 4000 ლიბანის ლირა 1 დოლარი ღირს.

ამის ფონზე კი ლიბანში ბიტკოინის ფასი წარმოუდგენელ მასშტაბს აღწევს. Localbitcoin-ის მონაცემებით, 1 ბიტკოინი 15.000 დოლარი ღირს.

ლოკალურ ბირჟაზე ფასის ასეთი ცვლილება გამოწვეულია იმით, რომ საბაზრო ღირებულებასა და ოფიციალურ კურსს შორის არის ძალიან დიდი განსხვავება. ეს ხდება იმიტომ, რომ ადგილობრივი ვალუტა დოლართან მიმართებით გაუფასურებულია.

უნდა აღინიშნოს, რომ ამჟამად ლიბანის სავალუტო მდგომარეობა უფრო და უფრო რთულდება. ეკონომიკურ მდგომარეობას თან ერთვის პოლიტიკური კრიზისიც.

თუმცა, აღსანიშნავია, რომ ასეთი კრიზისის დროს ციფრული ვალუტის მხარდამჭერები აქტიურდებიან და მოსახლეობას კრიპტოვალუტის გამოყენებისკენ მოუწოდებენ.

2019 წლის სექტემბერში დაწყებული სამოქალაქო არეულობის შემდეგ ყველა ბანკი დაიხურა. მაშინ ერთ-ერთ ბანკის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ სტატუს-ქვო მანამდე გაგრძელდებოდა, სანამ სიტუაცია არ დასტაბილურდებოდა.

”ვითარების გარკვევისა შემდეგ, ჩვენ დარწმუნებული ვართ, რომ შეგვეძლება მომსახურების განახლება”,- განაცხადა “როიტერთან’ საუბრის დროს სელაიმ სფერმა, ბეირუთის ადგილობრივი ბანკის ხელმძღვანელმა.

ამ ყველაფრის ფონზე კი, ბიტკოინის მხარდამჭერები მოსახლეობას მოუწოდებდნენ, რომ კრიზისის ჩავლის შემდეგ ფინანსები ციფრულ ვალუტაში დაებანდებინათ.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი