რუსეთში მოქალაქეები კრიპტოვალუტას აქტიურად იყენებენ

0
1269

COVID-19 პანდემიის გავრცელების გამო საკარანტინო ზონები მთელ მსოფლიოში ყოველდღიურად იზრდება. ამ ყველაფრის ფონზე ქაღალდის ფულით ან ბარათით კორონავირუსის გადადების საფრთხეც სულ უფრო და უფრო მატულობს.

ამ კუთხით რუსეთი გამონაკლისს არ წარმოადგენს.

კიბერუსაფრთხოების ფირმის Qrator Labs-ის მონაცემებით, რუსეთში კრიპტოვალუუტების გამოყენება გახშირდა.

“კერძოდ, 2020 წლის მარტის ბოლო კვირაში თებერვლის საშუალო მაჩვენებლებთან შედარებით რუსეთში კრიპტოვალუტების ვაჭრობა 5,56%-ით გაიზარდა”,-ნათქვამია Qrator Labs–ის კვლევაში.

ამ ყველაფრის ფონზე აღსანიშნავია, რომ რუსეთის დუმაში ციფრული ვალუტის შესახებ მოსმენა ჭიანურდება. რამდენიმე კვირის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ კორონავირუსის გამო კრიპტოვალუტის შესახებ მოსმენა ისევ გადაიდო.

რუსეთის სახელმწიფო დუმის ფინანსური ბაზრების კომიტეტის თავმჯდომარე, ანატოლი აქსაკოვი აცხადებდა, რომ ქვეყნის კანონპროექტს „ციფრული ფინანსური აქტივების შესახებ”- საბოლოო სახე მიღებული აქვს, მაგრამ კანონი 2020 წლის გაზაფხულის ბოლომდე ძალაში არ შევა.

შეგახსენებთ, რომ რუსეთის ხელისუფლება კრიპტოვალუტის რეგულაციასთან დაკავშირებით 2018 წლის იანვრიდან მსჯელობს.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი