მაიკ ნოვოგრაცი: ციფრული ვალუტა არ აპირებს ნულს გაუტოლდეს

0
1113

ტექ.-ანალიტიკოსმა მაიკ ნოვოგრაციმ კრიპტოვალუტის მიმდინარე ბაზარი შეისწავლა და განაცხადა, რომ ამ ეტაპზე ციფრული ვალუტა “მეტადონის პროგრამაში” იმყოფება.

ამის შესახებ ინფორმაციას Bloomberg-ი ავრცელებს.

ნოვოგრაციმ ასეთი კომენტარი გააკეთა მას შემდეგ, რაც გაიხსენა შარშანდელი ბაზრის მდგომარეობა. 2017 წლის ბოლოს, ბიტკოინის ღირებულება 20.000 დოლარს შეადგენდა. ის მიიჩნევს, რომ კრიპტო აუდიტორიაზე ეს მოქმედებდა, როგორც ნარკოტიკი. თუმცა მან იქვე აღნიშნა, რომ წელს აუდიტორია უფრო მეტ სიფრთხილეს იჩენს და ხაზგასმით თქვა, რომ “ბიტკოინის მანიის” დროს დასრულდა.

ჰეჯირების ფონდის მენეჯერის თქმით, მიმდინარე ბაზარი ხასიათდება პესიმიზმითა და შიშით, რომლის მიხედვითაც მომხმარებელთა უმეტესობა მოელის, რომ კრიპტოვალუტების კურსი ნულამდე დაეცემა.

“….მაგრამ ციფრული ვალუტა არ აპირებს ნულს გაუტოლდეს”,- აღნიშნა ამ მოსაზრების საპასუხოდ მაიკ ნოვოგრაციმ.

შეგახსენებთ, რომ დაახლოებით ერთი თვის წინ, მაიკ ნოვოგრაციმ განაცხადა, რომ 2019 წელს კრიპტოვალუტების კურსი შეიცვლებოდა. მან ეს მოსაზრება Financial Times-სთან ინტერვიუს დროს გააჟღერა.

ნოვოგრაცის აზრით, ციფრული ვალუტების ბაზრის ზრდა დაკავშირებული იქნება ინსტიტუციონალურ ინვესტორებთან. მისი თქმით, მომავალი წლის პირველ კვარტალში საფინანსო ინსტიტუტები კრიპტოვალუტაში ფულადი სახსრების აქტიურ ინვესტირებას მოახდენენ.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი