AMC Entertainment-ი კრიპტოვალუტისა და Blockchain ტექნოლოგიის მიმართ პოზიტიურად არის განწყობილი

0
1409

გასართობი ინდუსტრიის მსხვილი კომპანია AMC Blockchain ტექნოლოგიით აღფრთოვანებულია. ამასთანავე, ცნობილი გახდა, რომ კომპანიის აღმასრულებელი დირექტორი საჯაროდ განიხილავს საკუთარი კრიპტოვალუტის გამოშვებას.

CNBC-სთან ინტერვიუს დროს AMC-ის აღმასრულებელმა დირექტორმა, ადამ აარონმა კომპანიის კრიპტო გეგმები განიხილა.

მან დააზუსტა, რომ AMC-ს აქვს საკუთარი მონეტის გამოშვების შესაძლებლობა. ”ბევრი მიზეზი არსებობს იმისა, თუ რატომ შეიძლება AMC-ი კრიპტოვალუტის წარმატებული გამცემი გახდეს”,- აღნიშნა ადამ აარონმა.

მან იქვე დასძინა, რომ ეს იყო მხოლოდ ერთ–ერთი იმ ათეული იდეიდან, რომელზეც კომპანია ამ მომენტში მუშაობს.

ამასთანავე, ცნობილია, რომ AMC Entertainment-ი მიზნად ისახავს, რომ 2022 წლისათვის კრიპტო გადახდები შემოიღოს.

კომპანიის განცხადებით ბილეთის ყიდვა კრიპტოვალუტით უნდა გახდეს შესაძლებელი.

AMC–ის თავმჯდომარემ და აღმასრულებელმა დირექტორმა, ადამ აარონმა განაცხადა, რომ კინოთეატრების ქსელი აპირებს, რომ მოიყვანოს მზადყოფნაში მათ ხელთ არსებული ინფრასტრუქტურა კრიპტოვალუტის გადახდის სისტემაში დასამატებლად.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი