30 აგვისტოს დაფიქსირებული ფასების მცირე მიმოხილვა

0
879

ორშაბათს, 30 აგვისტოს წინა კვირის ფასების მატების შემდეგ, კრიპტოვალუტის ბაზარი შემცირებას განიცდის.

ტოპ 10 კრიპტოვალუტის კურსის შემცირების მაჩვენებელი 1%-დან 4%-მდე მერყეობს.

ბიტკოინის კურსი 49.644 დოლარის ნიშნულს ჩამოსცდა და 46.835 დოლარის დონე დაიკავა. ბოლო 24 საათის განმავლობაში კრიპტოვალუტის კურსმა 3.77%-ით დაიკლო.

კვირის განმავლობაში ბიტკოინის ფასის კლება კვლავ 5.4%-ის ფარგლებში მერყეობს, რაც კრიპტოვალუტისთვის არცთუ კარგი მაჩვენებელია.

რაც შეეხება ეთერიუმს: ალტკოინის კურსმა 3.205 დოლარი შეადგინა, რაც ნიშნავს, რომ უკანასკნელი 24 საათის განმავლობაში კრიპტოვალუტის ფასი 0.47%-ით შემცირდა.

კვირის მანძილზე ეთერიუმის ფასის კლების პროცენტული მაჩვენებელი კი 3.66%-ს შედგენს.

შეგახსენებთ, რომ CoinMarketCap-ის 30 აგვისტოს მონაცემების თანახმად, კრიპტოვალუტების მთლიანი საბაზრო კაპიტალიზაცია დაახლოებით 2 ტრილიონ 36 მილიარდ დოლარს შეადგენდა.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი