თურქეთი ცდილობს სტამბოლი Blockchain და კრიპტო ჰაბად აქციოს

0
1384

თურქეთი ბევრს მუშაობს იმისთვის, რომ სტამბოლი გახდეს გლობალური Blockchain ჰაბი.

თურქული კრიპტო ეკოსისტემის მომხმარებლებს დიდი სურვილი აქვთ სტამბოლი, თურქეთის ბიზნეს ცენტრი, ეთერიუმის Blockchain-ის განვითარების ცენტრი გახდეს.

თურქეთი ერთ-ერთი ყველაზე აქტიური ქვეყანაა კრიპტო და Blockchain ეკოსისტემაში.

კრიპტო-ინვესტორების მნიშვნელოვან ბაზასთან ერთად, ადგილობრივი საზოგადოება შედგება საუნივერსიტეტო კლუბებისგან, Web3 სტარტაპებისგან და Blockchain დეველოპერებისგან.

ქვეყანამ უმასპინძლა მნიშვნელოვან ღონისძიებებს, როგორიცაა ETHIstanbul, Blockchain Economy Istanbul და Istanbul Blockchain Week.

ეკონომისტი ერკან ოზის აზრით, მაღალი ინფლაციის მაჩვენებელი არის კრიპტოვალუტების მიმართ თურქეთის მზარდი ინტერესის მიზეზი.

„ბევრი ადამიანი თურქეთში ფიქრობს, რომ მათ აღარ შეუძლიათ მანქანის ან სახლის შეძენა კლასიკური ფინანსური სისტემის ფარგლებში. ამ მიზეზით, კრიპტოვალუტების მიმართ ინტერესი ყოველდღიურად იზრდება. თუმცა, ამასთანავე, თურქეთმა უნდა შექმნას სამართლებრივი ინფრასტრუქტურა, რომელიც დაიცავს ინვესტორებს, მხარს დაუჭერს Blockchain და კრიპტოვალუტებს რაც შეიძლება მალე”,- აღნიშნა ერკან ოზიმ.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი