19 ნოემბერს დაფიქსირებული ფასების მცირე მიმოხილვა

0
1851

ორშაბათი, 19 ნოემბერი კრიპტოვალუტებისთვის მძიმე დღე აღმოჩნდა. ციფრული ვალუტების ბაზარი საგრძნობლად შემცირდა.

2018 წლის განმავლობაში ბიტკოინის კურსი პირველად ჩამოსცდა 5.000 დოლარის ნიშნულს. ამასთანავე, უნდა აღინიშნოს, რომ არამხოლოდ დღის განმავლობაში მოძრაობდა ბიტკოინის ფასის ნიშნული 4.900 დოლარის ფარგლებში არამედ, დღის ბოლოს კრიპტოვალუტაზე ვაჭრობა სწორედ 5.000 დოლარის ქვევით დაიხურა.

რაც შეეხება ეთერიუმს: ბოლო 24 საათის განმავლობაში ალტკოინის კურსი 13%-ით შემცირდა. საბოლოოდ ეთერიუმის ღირებულებამ კი 153 დოლარი შეადგინა. ბოლო პერიოდში ფასის კლების ტენდენციის დროს ეთერიუმის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი 180 დოლარზე დაფიქსირდა, ხოლო ყველაზე დაბალი კი 150 დოლარზე.

უნდა აღინიშნოს, რომ კვირის განმავლობაში ეთერიუმის კურსმა 27% დაკარგა.

შეგახსენებთ, რომ CoinMarketCap-ის მონაცემების თანახმად, 19 ნოემბერს კრიპტოვალუტების მთლიანი საბაზრო კაპიტალიზაცია დაახლოებით 164 მილიარდ დოლარს შეადგენდა.

ამასთანავე, უნდა ითქვას, რომ კვირის განმავლობაში კაპიტალიზაციის ეს მაჩვენებელი ყველაზე დაბალია. რაც შეეხება ყოველდღიური ვაჭრობის მოცულობას, ის დაახლოებით 19.6 მილიარდ დოლარს შეადგენს.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი