ბიტკოინის ფასი კვლავ 17.000 დოლარის ფარგლებში მოძრაობს

0
797

ბიტკოინის ფასი მნიშვნელოვნად არის შემცირებული. ახალი კვირის დასაწყისში ციფრული ვალუტის კურსი კიდევ უფრო დაეცა.

ბოლო რამდენიმე დღეა ბიტკოინის ფასი 16,900-სა და 17,600 დოლარის ფარგლებში მოძრაობდა. თუმცა, კვირა საღამოს ბიტკოინის კურსი მკვეთრად შემცირდა.

ანალიტიკოსების ნეგატიური პროგნოზის შემთხვევაში მოსალოდნელია, რომ კრიპტოვალუტის კურსის ნიშნული 16.000 დოლარზე ქვემოთაც აღმოჩნდეს.

გუშინ ბიტკოინზე ვაჭრობა 16,799 დოლარზე გაიხსნა. დღის განმავლობაში დაფიქსირებული ფასის ყველაზე მაღალი ნიშნული 16,920 დოლარს შეადგენდა. ალტკოინის ფასის ყველაზე დაბალი მაჩვენებელი 16,320 დოლარზე დაფიქსირდა. დღის ბოლოს ბიტკოინზე ვაჭრობა კი 16,353 დოლარზე დაიხურა.

14 ნოემბრის დღის მეორე ნახევრის მონაცემების თანახმად, ბიტკოინის კურსის ნიშნული 17,065 დოლარის ფარგლებში მოძრაობდა. ბოლო 24 საათის განმავლობაში კრიპტოვალუტის კურსმა 2,43%-ით მოიმატა.

კვირის განმავლობაში ბიტკოინის ფასის კლება კი 17,57%-ის ფარგლებში მერყეობს.

შეგახსენებთ, რომ CoinMarketCap-ის მონაცემების თანახმად, 14 ნოემბერს დღის მეორე ნახევარში ბიტკოინის მთლიანი საბაზრო კაპიტალიზაცია დაახლოებით 328 მილიარდ დოლარს შეადგენდა.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი