Binance Smart Chain-ზე დაფუძნებული NFT პლატფორმა განვითარებას განაგრძობს

0
1703

Binance Smart Chain-ზე დაფუძნებული პლატფორმა, NFTb-ი ბაზრის ათვისებას იწყებს. პლატფორმა ორიენტირებულია სოციალური მიზნების მხარდაჭერასა და უზრუნველყოფს არტისტების საქველმოქმედო საქმიანობაში ჩართვას.

ახალი პლატფორმა არტისტებსა და წამყვან საქველმოქმედო ორგანიზაციებს ერთმანეთთან აკავშირებს. პლატფორმა საშუალებას აძლევს ყველას, აუქციონზე აიღონ თავიანთი ნამუშევრები ხელმისაწვდომი განაკვეთით და თავიანთი შემოსავლის ნაწილი გადასცენ საქველმოქმედო ორგანიზაციას, რომელსაც თავად აირჩევენ. NFTb-ი აცხადებს, რომ 120-ზე მეტი არტისტი მომლოდინეთა სიას უკვე შეუერთდა.

მარტში ცნობილი გახდა, რომ ციფრული ვალუტის ბირჟა Crypto.com-მა პლატფორმა შექმნა, რომელშიც ძირითადად წარმოდგენილია არტისტების, სპორტსმენებისა და მუსიკოსების ნამუშევრები, რომელთა მიღება NFT-ით არის შესაძლებელი.

”NFT-ი არის ძალიან საინტერესო გზა ფანებთან უფრო ახლო კავშირის დასამყარებლად“, – განაცხადა მუსკოსმა, ალექს მანსურმა.

Crypto.com– მა აღნიშნა, რომ მომხმარებლებს პლატფორმაზე ასევე შეუძლიათ შეიძინონ, ივაჭრონ და გაყიდონ NFT–ები.

არტისტებისა და მუსიკოსების ზოგიერთი ნამუშევარი, რომელიც არის ახალ პლატფორმაზე განთავსებული მომხმარებელს საშუალებას მისცემს შეიძინონ 20-ზე მეტი კრიპტოვალუტით და აწარმოონ ვაჭრობა ისეთ მსხვილ ციფრულ ვალუტებში, როგორებიცაა ბიტკოინი, ეთერიუმი და Dogecoin-ი.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი