ანალიტიკოსი მარკ მობაისი: კრიპტოვალუტის ინდუსტრია კიდევ უფრო მეტად განვითარდება

0
1480

ანალიტიკოსმა მარკ მობაისმა განაცხადა, რომ კრიპტოვალუტების ფასები ზრდას განაგრძობს.

ამის შესახებ მან Bloomberg-თან ინტერვიუს დროს აღნიშნა.

უნდა აღინიშნოს, რომ მარკ მობაისი კრიპტოვალუტასთან დაკავშირებული განცხადებების დროს ძალიან ფრთხილია. თუმცა Bloomberg-თან მიცემულ ინტერვიუში აღნიშნა, რომ ციფრულ ვალუტაზე გლობალური მოთხოვნა გამოიწვევს ინდუსტრიის კიდევ უფრო განვითარებას.

“ნამდვილად არსებობს სურვილი მსოფლიოს გარშემო მცხოვრებ ადამიანებს შორის, რომ შეძლონ ფულის გადარიცხვა მარტივად და კონფიდენციალურად. ეს კი ნამდვილად იწვევს ბიტკოინსა და მსგავსი კრიპტოვალუტების მხარდაჭერას”,- განაცხადა მარკ მობაისმა.

მიუხედავად ამისა, მარკ მობაისი ინვესტორებს სიფრთხილისკენ მოუწოდებს:

“ინვესტიციის ჩადება არის კიდევ ერთი კითხვა, რადგან კრიპტოვალუტას აქვს წარმოუდგენელი არასტაბილური კურსი”.

ანალიტიკოსმა ასევე გაიხსენა ბოლო დროს კრიპტოვალუტის ბირჟებზე ჰაკერების მიერ განხორციელებული თავდასხმები და ისაუბრა მიღებულ შედეგებზე.

“თქვენ უნდა იყოთ ძალიან ფრთხილად”,- მიმართა მარკ მობაისმა ინვესტორებს. მარკ მობაისმა ინტერვიუს ბოლოს ისიც აღნიშნა, რომ ის არ ფლობს ბიტკოინს.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი