Voyager-ი მომხმარებლებს 270 მილიონ დოლარს დაუბრუნებს

0
947

კრიპტო კრედიტორმა Voyager Digital Holdings-მა განაცხადა, რომ მან მიიღო რამდენიმე შესყიდვის უკეთესი შეთავაზება, ვიდრე ის, რაც შემოთავაზებული იყო Alameda-სგან ივლისში.

კომპანიამ ასევე მიიღო ნებართვა, რომ დააბრუნოს 270 მილიონი აშშ დოლარი, მომხმარებელთა თანხები, რომლებიც ინახება მეტროპოლიტენის კომერციულ ბანკში (MCB). აღნიშნული თანხა მოსამართლის გადაწყვეტილებით იქნა გამოყოფილი, რათა გაკოტრების შემთხვევაში კომპანიამ შეძლოს მომხმარებელთა ზარალის გარკვეული წილის უზრუნველყოფა.

პრეზენტაციაზე Voyager-მა განაცხადა, რომ მან მიიღო ინფორმაცია 88 დაინტერესებული მხარისგან.

მათ სურთ დაეხმარონ კომპანიას ფინანსური პრობლემებისგან თავის დაღწევაში.

ასევე ცნობილი გახდა, რომ Voyager-ი აქტიურ დისკუსიაშია 20-ზე მეტ პოტენციურად დაინტერესებულ მხარესთან.

Alameda-მ Voyager-ს შესთავაზა მისი ყველა აქტივის შესყიდვა და გადაუხდელი სესხის დაფარვა. თუმცა შეთავაზებაში არ მოიაზრებოდა ვადაგადაციებული სესხის გადახდა, რომელიც Voyager-ს Three Arrows Capital-თან ჰქონდა.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი