მონეროს კურსი შემცირებულია

0
1314

გუშინ ალტკოინების ბაზარი მცირე რყევებს განიცდიდა.

დღის განმავლობაში დაფიქსირდა ფასების მატება, მაგრამ დღეს კრიპტოვალუტების კურსი კვლავ შემცირდა.

20 მაისს კარდანოზე ვაჭრობა მთელი დღის განმავლობაში 0.05 დოლარზე მიმდინარეობდა.

ბოლო 24 საათის განმავლობაში ალტკოინის კურსი 2.64%-ით არის შემცირებული.

ანალიტიკოსები ტრეიდერებს ფასის გამყარების შემდეგ ურჩევენ ვაჭრობის დაწყებას.

რაც შეეხება მონეროს: ამ ეტაპზე მონეროს კაპიტალიზაცია 1.1 მილიარდ დოლარს შეადგენს. გუშინ კი ალტკოინზე ვაჭრობა 66 დოლარზე გაიხსნა. დღის განმავლობაში დაფიქსირებული ყველაზე მაღალი ფასი კი 67 დოლარი იყო. ყველაზე დაბალი ფასის ნიშნული 64 დოლარზე დაფიქსირდა. ამავე ნიშნულზე დაიხურა ვაჭრობაც.

ამჟამად, მონეროს ფასი დაახლოებით 4.86%-ით არის შემცირებული, რაც ნიშნავს, რომ კურსი კი 63 დოლარის ფარგლებში მერყეობს.

ანალიტიკოსები უკვე კვირეებია, რაც კრიპტოვალუტების ფასის მატებას პროგნოზირებენ. მათი პოზიტიური პროგნოზი გამართლდება მაშინ, როდესაც ციფრული ვალუტის ბაზარი სტაბილურად დაიწყებს ზრდას.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი