დიდი ბრიტანეთის Blockchain.info-ს საფულე ღიაა ბიტკოინით ვაჭრობისათვის

0
1960

დიდი ბრიტანეთის Blockchain.info-მ (ციფრული საფულე, რომელიც ყველაზე სწრაფად უზრუნველყოფს ბიტკოინის ქსელში ოპერირებას) გამოაცხადა, რომ ქვეყნის მასშტაბით 22 რეგიონში მომხმარებლებს ბიტკოინის ყიდვისა და გაყიდვის შესაძლებლობას მისცემს. განცხადების თანახმად, კომპანია გეგმავს ამერიკელ კლიენტებთანაც გააგრძელოს თანამშრომლობა, მათ შორის ეთერიუმისა და ბიტკოინ Cash-ის გადაცვლასთან დაკავშირებით.

ამჟამად, კომპანიას დაახლოებით, 22 მილიონი მომხმარებელი ჰყავს. მათ შორის, ამერიკაში მცხოვრებ მომხმარებელთა პროცენტული რაოდენობა 30-დან 40-მდე მერყეობს. რიცხვები, როგორც ჩანს, მიუთითებს იმაზე, რომ ადამიანებმა სერვისით სარგებლობა, ჯერ კიდევ, Blockchain-ის განვითარების ადრეული ეტაპიდან დაიწყეს.

ჯეიმს ენდრიუ ბატლერმა, ციფრული აქტივების პლატფორმის თანადამფუძნებელმა და Sharpe Capital-ის ციფრული აქტივის მმართველმა “Cointelegraph”-თან საუბრისას აღნიშნა: “Blockchain-ის პროვაიდერების მზარდი რიცხვი და განსაკუთრებით ის, რომ Blockchain-მა ტექნიკური ბარიერები შეამცირა ემფატიკურ ნიშნას უნდა წარმოადგენს ტრადიციული საბანკო და კაპიტალისტური ბაზრებისთვის, რადგან Blockchain ტექნოლოგიაზე მოთხოვნა დღითიდღე იზრდება. დღეს არსებული ყველა კრიპტოვალუტისთვის ბაზრის კაპიტალიზაცია 600 მილიარდზე ნაკლებია. გლობალური ბაზრის კონტექსტში ეს ძალიან პატარა მაჩვენებელია. მაგრამ, მაინც, ეს ყველაფერი ისე გამოიყურება, როგორადაც ინტერნეტი 1994 წელს”.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი