კვლევა: კრიპტო კომპანიებმა დაპირებული სარგებელი ვერ მიიღეს

0
836

ტექნიკური გამჭვირვალობის პროექტმა (TTP), რომელიც შეერთებულ შტატებში დაფუძნებული არაკომერციული დამკვირვებელი ჯგუფის Campaign for Accountability-ის კვლევითი ინიციატივაა, გამოაქვეყნა მოხსენება, რომელშიც ნათქვამია, რომ კრიპტოვალუტის კომპანიები, რომლებსაც სახელმწიფო ფინანსური სტიმულს სთავაზობს, სანაცვლოდ საკმაოდ მცირე პასუხისმგებლობას იღებენ.

გამოქვეყნებულ მოხსენებაში, TTP-მ განაცხადა, რომ ბევრმა ციფრული ვალუტის კომპანიამ, რომელიც დაფუძნებულია აშშ-ს ზოგიერთ შტატში, მიიღო სპეციალური სარგებელი ოპერაციების დასაწყებად.

თუმცა კომპანიები ყოველთვის არ აწვდიან მათ სამუშაო ანგარიშებს, შესაფერის უწყებებს, რომლებიც უზრუნველყოფენ კრიპტო კომპანიების კანონიერდ გამართულ მუშაობას.

ჯგუფის თანახმად, კრიპტო ლობისტები მუშაობდნენ ფირმების სახელით, რათა მოეპოვებინათ საგადასახადო შეღავათები და ელექტროენერგიაზე ფასების შემცირება, მაშინ როდესაც შტატის მთავრობებს შეექმნათ ბიუჯეტის დეფიციტი, მზარდი ენერგიის მოხმარება პრობლემა გახდა, ხოლო ეკოლოგია სერიოზულად დაზიანდა.

კვლევითმა ჯგუფმა 2017 წლიდან მოყოლებული განიხილა კრიპტო პოლიტიკა, რომელშიც შტატის მთავრობებმა, მათ შორის ნევადის, ვაიომინგის, მონტანასა და კენტუკის, მიიღეს კრიპტოვალუტის სექტორის მიმართ ხელშემწყობი კანონმდებლობა.

მაგალითად, მონტანაში, TTP-ის ცნობით, პოლიტიკის შემქმნელებმა 2017 წელს მიიღეს კანონი, რომელიც ამცირებდა ქონების გადასახადს მონაცემთა ცენტრებზე, რომლებიც გამოიყენებოდა კრიპტოვალუტის მოსაპოვებლად.

შედეგად ბევრი კრიპტო მომპოვებელი კომპანია გადავიდა აღნიშნულ შტატებში სამუშაოდ, მაგრამ მალევე მიიღეს საჩივრები ჭარბად მოხმარებული ენერგიის, ხმაურისა და გარემოს დაბინძურების გამო.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი