რეიტინგით მე-5 კრიპტობირჟა Bitfinex-ი ბიზნესის გადატანს შვეიცარიაში გეგმავს

0
1948

ბრიტანეთის ვირჯინიის კუნძულებზე დაფუძნებული, რიგით მეხუთე უმსხვილესი კრიპტოვალუტის სავაჭრო პლატფორმა Bitfinex-ი აპირებს, რომ თავისი ბიზნესი ცუგში, შვეიცარიაში გადაიტანოს.

Bitfinex-ის აღმასრულებელმა დირექტორმა ჟან ლუის ვან დერ ვალდემ შვეიცარიის გაზეთ Handelszeitung-თან დაადასტურა, რომ ბირჟის შვეიცარიაში გადასვლა იგეგმება.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, Bitfinex-ის ხელმძღვანელობა რამდენჯერმე შეხვდა სახელმწიფო მდივანს საერთაშორისო ფინანსების კუთხით და შვეიცარიის ეკონომიკური დეპარტამენტის ფედერალური საბჭოს წევრს იოჰან შნაიდერ-ამმანნს.

შვეიცარიაში მცხოვრები ექსპერტები, რომლებიც აღნიშნულ საკითხს იცნობენ ამბობენ, რომ შვეიცარიაში გადასვლისას Bitfinex-ი შეზღუდული პასუხისმგებლობის კომპანია გახდება.

ამჟამინდელი მენეჯმენტის გუნდი, რომელსაც ჰოლანდიელი ვან დერ ველდეს ხელმძღვანელობს მიიჩნევს, რომ Bitfinex-სთვის შვეიცარიაში გადასვლა კარგი გეგმაა. როგორც იურიდიული და ფინანსური დეპარტამენტები, ასევე ტექნიკური დეპარტამენტიც მომავალში შვეიცარიიდან იმუშავებს.

მიუხედავად ამისა, Bitfinex-ი ლონდონის შესაძლო ალტერნატივასაც განიხილავს. თუმცა, “შვეიცარია იურისდიქციის სიის სათავეშია”,- განაცხადა ვან დერ ველდემ Handelszeitung-თან. მან იქვე აღნიშნა, რომ მზადაა შვეიცარიის მარეგულირებლის მოთხოვნებს დაემორჩილოს.

“ჩვენ გვინდა ვიყოთ ყველა ბირჟაზე უფრო მეტად გამჭვირვალე და ამასთანავე, დავაკმაყოფილოთ შვეიცარიის მარეგულირებლის მოთხოვნები”.

მხოლოდ Bitfinex-ი ქალაქ ცუგს კრიპტოვალუტისთვის მიმზიდველ გარემოდ არ მიიჩნევს. საერთაშორისო Blockchain startup-ები როგორებიცაა: Xapo, ShapeShift, Monetas და Etherisc სწორედ ცუგშია დაფუძნებული.

შეგახსენებთ, რომ ეთერიუმის ადმინისტრაციაც ცუგში მდებარეობს.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი