Visa კურსდამთავრებულებს კრიპტო განვითარების პროგრამისთვის ეძებს

0
913

Visa-მ ახალი ვაკანსიები გამოაქვეყნა, სადაც ის კოლეჯის სტუდენტებს 18 თვიან როტაციულ კრიპტო განვითარების პროგრამაში მონაწილეობისათვის იწვევს.

ამჟამად აპლიკანტები გადიან Visa-ს სისტემების სამ განყოფილებას, ესენია: კრიპტო პროდუქტი, კრიპტო გადაწყვეტილებები და ციფრული პარტნიორობა, სადაც მათ ეძლევათ საშაულება, განვითარდნენ, შეისწავლონ ქსელი და პრაქტიკულად შეითვისონ ლიდერული თვისებები.

სამუშაოს ჩამონათვალი არ საჭიროებს რაიმე კონკრეტულ სპეციალობას. თუმცა უპირატესობა ენიჭება მათ, ვინც სწავლობს ბიზნესს, კომპიუტერულ მეცნიერებასა და მასთან დაკავშირებულ სფეროებს. გარდა ამისა, კვალიფიცირდება მხოლოდ ის განმცხადებლები, რომლებმაც დაამთავრეს ან დაამთავრებენ საბაკალავრო პროგრამას 2021 წლის დეკემბრიდან 2022 წლის აგვისტომდე.

აპლიკანტები ასევე შეძლებენ კრიპტოვალუტის სპეციფიკურ სფეროებში გამოცდილების შეძენას, კომპანიაში ახალი პროდუქტების შექმნას, კრიპტო კომპანიების ფუნქციონირების შესწავლას, პროდუქტის პარტნიორობის მხარდაჭერას და ახალი კრიპტო ბიზნეს მოდელების შესახებ ცოდნის მიღებას.

გასული წლის განმავლობაში Visa ახორციელებდა მცირე, მაგრამ ეტაპობრივ ნაბიჯებს კრიპტო სივრცეში, როგორიცაა ახალი კრიპტო საკონსულტაციო სერვისის გამოცხადება ტრეიდერებისათვის და ბანკებისთვის. კომპანია ასევე კრიპტო გადახდების Blockchain თავსებადობის ცენტრზეც მუშაობდა.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი