ვაშინგტონში კრიპტოვალუტის რეგულაციის შესახებ მრგვალი მაგიდის ფორმატში დისკუსია გაიმართება

0
2580

აშშ-ს მსხვილი საფინანსო კომპანიები და კრიპტოინდუსტრიის წარმომადგენლები ვაშინგტონში კონგრესმენებს შეხვდებიან. შეხვედრის მთავარ თემას მარეგულირებელი სტრუქტურის განხილვა წარმოადგენს.

ამის შესახებ ინფორმაციას CNBC-ი ავრცელებს.

მრგვალი მაგიდის ფორმატში განსახილველ თემაზე “კრიპტოვალუტის კანონმდებლობის განსაზღვრა” მომხსენებელი იქნება უორენ დევიდსონი. საუბარი შეეხება კრიპტოინდუსტრიის მიმართ მთავრობის პოლიტიკას. ასევე განხილული იქნება დევიდსონის კანონპროექტი, რომელიც წარმომადგნელობით პალატაში დევიდსონის მიერ არის წარდგენილი.

დევიდსონმა შეხვედრისთვის ძირითადი რვა შეკითხვა დაასახელა და განაცხადა, რომ მკაცრი მარეგულირებელი მიდგომა ინოვაციის შეწყვეტას გამოიწვევს და აშშ-ში პირველადი მონეტარული შეთავასების (ICO-ს) ბაზარს მოკლავს.

იმ საკითხებთან ერთად, რომლებიც მომხმარებლის თაღლითობისგან დაცვას გულისხმობს მარეგულირებელი გეგმავს კერძო დაფინანსების წყაროების გამჟღავნებას და კონკრეტული საგადასახადო დირექტივების გაცემას.

დისკუსიაში მოწვეულ სტუმრებს შორის არიან აშშ-ს სავაჭრო პალატის წარმომადგენელი ანდერსენ ჰოროვაიცი, რიპლის სტარტაპები და Coinbase-ის წარმომადგენელი. დისკუსიის გახსნისას რემარკას გააკეთებენ კონგრესმენები ტედ ბადი, ტომ ემერი, ფრენჩ ჰილი და დარენ სოტო.

შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ კონგრესმენი ტომ ემერი Blockchain ტექნოლოგიისა და კრიპტოვალუტის შესახებ სამი კანონპროექტის წარდგენას გეგმავდა.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი