FTX-მა დუბაიში მუშაობის ლიცენზია მოიპოვა

0
857

უმსვილესი გლობალური კრიპტოვალუტის ბირჟა FTX ოპერაციებს არაბეთის გაერთიანებულ საამიროებში აფართოვებს, რასაც დუბაიში ციფრული ვალუტების ბირჟისთვის ლიცენზიის მიღებით აღნიშნავს.

ლიცენზია გაიცემა კრიპტოვალუტის ახალი კანონის მიხედვით, რომელიც გასულ კვირას დუბაიში მიღებულ იქნა. აღსანიშნავია, რომ დუბაის მარეგულირებელი ორგანო ემირატის სპეციალურ განვითარებისა და თავისუფალ ზონებში (VARA) მთავარი კრიპტო მარეგულირებელი ხდება.

ლიცენზია FTX-ს საშუალებას აძლევს იმუშაოს დუბაის კრიპტო ბაზრის მოდელში, რომელიც გლობალური სტანდარტების შესაბამისად მუშაობს. ის, თავის მხრივ, მთავარი მარეგულირებლის, ფინანსური სამოქმედო სამუშაო ჯგუფის მიერ არის შექმნილი.

FTX-ის დამფუძნებლისა და აღმასრულებელი დირექტორის, სემ ბანკმენ-ფრიდის თქმით, FTX-მა დუბაიდან ლიცენზია უკვე მიიღო. „FTX ამაყობს, რომ დუბაიში არის ლიცენზიის მფლობელი”,- აღნიშნულია დირექტორის განცხადებაში.

ამ ეტაპზე, როგორც ცნობილია, FTX-ი დუბაიში რეგიონალური შტაბის შექმნას გეგმავს.

შეგახსენებთ, რომ ამავე პროგრამის ფარგლებში ლიცენზია Binance-მაც მოიპოვა.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი