FATF-ი: 98-დან 11 სახელმწიფო ფულის გათეთრების საწინააღმდეგო სტანდარტებს ნერგავს

0
743

ფინანსური სამოქმედო სამუშაო ჯგუფი (FATF) იტყობინება, რომ 98 მოპასუხე ქვეყნიდან 11-მა დაიწყო ტერორიზმის დაფინანსების (CFT) და ფულის გათეთრების წინააღმდეგ ბრძოლის სტანდარტების აღსრულება.

კვირის დასაწყისში გამოქვეყნებულ განახლებაში სახელწოდებით – „FATF-ის სტანდარტების დანერგვა ციფრული ვალუტების სერვისის პროვაიდერებზე“.

FATF-მა აღნიშნა, რომ 2021 წლის ივნისიდან ორგანიზაციის გლობალური ქსელის მიერ შეფასებული იურისდიქციების უმრავლესობა ჯერ კიდევ საჭიროებს მნიშვნელოვან ან ზომიერ გაუმჯობესებას.

FATF-ის თანახმად, ქვეყნებმა, რომლებიც მიიწევენ ამ მოთხოვნების დანერგვისკენ, მიაღწიეს „შეზღუდულ პროგრესს“ გასულ წელს, 98 მოპასუხე იურისდიქციიდან 29-მ მიიღო საკნონმდებლო ცვლილებები ტრანზაქციების (მოგზაურობის წესი) წესთან დაკავშირებული კანონმდებლობის შესახებ, ხოლო 11-მა დაიწყო აღსრულება.

„მიუხედავად იმისა, რომ მოპასუხე იურისდიქციების დაახლოებით მეოთხედი ახლა შესაბამისი კანონმდებლობის მიღების პროცესშია, დაახლოებით ერთ მესამედს (98-დან 36) ჯერ არ დაუწყია მოგზაურობის წესის შემოღება“, – ნათქვამია FATF-ის განცხადებაში.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი