კანადის ციფრული ბანკი უსაფრთხო სადეპოზიტო სეიფის შესაქმნელად Blockchain ტექნოლოგიას გამოიყენებს

0
1528

კანადის ციფრული ბანკი, VersaBank-ი Blockchain-ზე დაფუძნებული “ციფრული უსაფრთხოების სადეპოზიტო სეიფის” სისტემას ავითარებს.

Dubbed VersaVault-ის მომსახურება იმოქმედებს, როგორც კრიპტოვალუტების ასევე, სხვა სახის ციფრული აქტივების შენახვისათვის. პროდუქცია კანადის ბანკის სახეობების გამრავალფეროვნებასაც გულისხმობს.

VersaBank-ი 1980-იანი წლების დასაწყისში დაარსდა.

VersaBank-ის პრეზიდენტისა და აღმასრულებელი დირექტორის, დეივიდ ტეილორის პოზიცაა, რომ ციფრული აქტივები მაქსიმალურად დაცული უნდა იყოს.

“ბიტკოინი და სხვა კრიპტოვალუტები სწრაფად იძენს პოპულარობას და მფლობელები უკვე განიცდიან ციფრული შენახვის პარამეტრების ნაკლებ უსაფრთხოებას”-განაცხადა დეივიდ ტეილოერმა.

VersaBank- ის კიბერარქიტქტორი Sahota, რომელიც ცნობილია, სმარტფონის მწარმოებელი BlackBerry-ის მთავარი კიბერარქიტექტორის პოზიციით აღნიშნავს: “ბანკები ყოველთვის ცნობილია, როგორც ფიზიკური ფასეულობების უსაფრთხო შენახვის ადგილი. ჩვენი მიზანია ისეთი საიმედო და დაცული ადგილის შექმნა, რომელიც კლიენტის ციფრულ “ძვირფასეულობას” აბსოლუტური კონფიდენციალურობის დაცვით შეინახავს”.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი