რუსეთში კრიპტოვალუტის ვებ-საიტი დაბლოკეს

0
1167

BestChange.ru არის მსხვილი კრიპტოვალუტის ვებ–გვერდი რუსეთში, რომელიც დაბლოკილია მას შემდეგ, რაც ადგილობრივმა კანონმდებლებმა კრიპტოვალუტის შესახებ კანონი საბოლოოდ მიიღეს.

ახალი კანონის თანახმად, კრიპტოვალუტას იურიდიული სტატუსი მიენიჭა, მაგრამ ის გადახდის საშუალებად არ განიხილება.

უნდა აღინიშნოს, რომ საკანონმდებლო ორგანომ საბოლოო გადაწყვეტილება მესამე მოსმენით მიიღო.

ამასთანავე, აღსანიშნავია, რომ კანონპროექტი ბიტკოინისა და მსგავსი კრიპტოვალუტების გამოყენებას, როგორც გადახდის მეთოდს კრძალავს.

მიუხედავად იმისა, რომ კრიპტოვალუტის კანონში რუსეთმა ახლახანს შეიტანა ცვლილება, ქვეყნის ცენტრალური ბანკი ინდუსტრიის მიმართ კვლავ ნეგატიურ დამოკიდებულებას ინარჩუნებს.

”რუსეთის ბანკი, როგორც მარეგულირებელი, იმ პოზიციას იცავს, რომ კრიპტოვალუტის შეძენა არ არის ინვესტიცია. ეს უფრო ჰგავს ფინანსურ პირამიდას. არც მთავრობამ და არც ფინანსურმა შუამავლებმა მოქალაქეებს კრიპტოვალუტით ვაჭრობის საქმეში ხელი არ უნდა შეუწყონ”,- განაცხადა რუსეთის ბანკის მმართველის პირველმა მოადგილემ.

შეგახსენებთ, რომ ქვეყნის საკანონმდებლო ორგანომ კანონპროექტის მომზადება მარტიდან დაიწყო.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი