ჩინეთმა ჰონგ-კონგთან ერთად ციფრული იუანის ტესტირება დაასრულა

0
1048

ციფრული იუანი განვითარებას განაგრძობს. ჩინეთმა ჰონგ-კონგთან ციფრული იუანის პირველი ტრანსსასაზღვრო გამოცდა დაასრულა.

ჩინეთის სახალხო ბანკის კვლევითი ბიუროს დირექტორმა, ვანგ სინმა განაცხადა, რომ ჰონგ-კონგის სავალუტო ორგანომ და ცენტრალურმა ბანკმა ჩინეთის ცენტრალური ბანკის ციფრული ვალუტის ტრანსსასაზღვრო გამოყენებისთვის ტესტირება ჩაატარეს.

ინფორმაცია მას შემდეგ გახდა ცნობილი, რაც ჩინეთის ციფრული ვალუტის კვლევითი ინსტიტუტის ხელმძღვანელმა, მუ ჩანგჩუნმა გასულ კვირას გლობალური სტაბილკოინის წესების შესახებ ისაუბრა.

საერთაშორისო ანგარიშსწორების ბანკის სემინარზე სიტყვით გამოსვლისას მუ ჩანგჩუნმა გლობალურ ფინანსურ ინსტიტუტებს მოუწოდა, რომ უზრუნველყონ ეროვნული ციფრული ვალუტების გლობალური ურთიერთქმედება.

მას შემდეგ, რაც 2020 წლის აპრილში ჩინეთის ცენტრალურმა ბანკმა სტაბილკოინის ტესტირება დაიწყო ცენტრალური ბანკი აქტიურად ცდილობდა ციფრული იუანის დატესტვას საკუთარი იურისდიქციის მიღმა.

შეგახსენებთ, რომ მარტის ბოლოს მედიით გავრცელდა ინფორმაცია, რომლის თანახმადაც, ჩინეთის ცენტრალური ბანკის ციფრული ვალუტა უზრუნველყოფს სარეზერვო მსხვილ საცალო მომსახურებას, ისეთი კომპანიებისთვის, როგორიცაა AliPay-ი და WeChat Pay-ი.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი