United Texas Bank-ის აღმასრულებელ დირექტორს სტაბილკოინთან დაკავშირებით ინიციატივა აქვს

0
887

United Texas Bank-ის აღმასრულებელ დირექტორს სურს შეზღუდოს აშშ დოლარით მხარდაჭერილი სტაბილკოინების ბანკებისთვის გამოშვება.

ოსტინში Blockchain საკითხებზე სამუშაო ჯგუფის წინაშე გამოსვლისას, სკოტ ბეკმა მთავრობას შესთავაზა, რომ შეზღუდოს შეერთებული შტატების დოლარით მხარდაჭერილი სტაბილკოინების გამოშვება ლიცენზირებულ ბანკებზე და არა ემიტენტებზე.

United Texas Bank-ის აღმასრულებელმა დირექტორმა მაგალითად პრეზიდენტის მიერ ინიცირებული კრიპტო სამუშა ჯგუფის ანგარიში მოიყვანა, რომელშიც ნათქვამია, რომ სტაბილკოინის ემიტენტი უნდა იყოს იგივე სტანდარტებით, როგორც დაზღვეული სადეპოზიტო დაწესებულებებს, მათ შორის სახელმწიფო და ფედერალურ ბანკებს აქვთ.

„თუ ასეთი სტაბილკოინები განისაზღვრა, როგორც ფული ბანკები არიან შესაბამისი ეკონომიკური აქტორები სტაბილკოინების გამოშვებისა და მართვისთვის.

ბანკებს გააჩნიათ ექსპერტიზა და სამართლებრივი ჩარჩო ფულის მართვისთვის და დღევანდელი სტაბილკოინის აქტორებისგან განსხვავებით, ბანკები რეგულირდება, როგორც სახელმწიფოს ისე ფედერალურ დონეზე”,- განაცხადა სკოტ ბეკმა.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი