სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის სარეზერვო ბანკი თვითრეგულაციის ორგანოს ქმნის

0
2823

სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის სარეზერვო ბანკი თვითრეგულირების ორგანოს ქმნის, რათა ქვეყანაში კრიპტოვალუტისა და fintech-ის განვითარება გააკონტროლოს.

სარეზერვო ბანკი კრიპტოვალუტაზე მეთვალყურეობას ან რეგულაციას არ ახორციელებს, მაგრამ უზრუნველყოფს ინვესტორთა დაცვასა და ზრუნავს რისკების თავიდან აცილებაზე.

სარეზერვო ბანკის დირექტორმა ბრიჯიტ კინგმა განაცხადა, რომ თვითრეგულირების ორგანო წარმოადგენს სააგენტოს, რომელიც უფლებამოსილია შექმნას საკუთარი წესები, დირექტივები და სტანდარტები.

“კრიპტოვალუტის რეგულაცია გარკვეულწილად ბოჭავას ინდუსტრიის ზრდასა და აფერხებს ინოვაციების განვითარებას. გარდა ამისა, თუ კანონები შემუშავებულია არსებულ ტექნოლოგიაზე, რომელიც ჯერ კიდევ განვითარების ფაზაშია, არსებობს რისკი, რომ ტექნოლოგია შეიძლება ისეთი სისიწრაფით განვითარდეს, რომ კანონმდებლობა “ვერ დაეწიოს” და რიგ შემთხვევებში მოძველებულად ჩაითვალოს”,-განაცხადა სარეზერვო ბანკის დირექტორმა.

თუმცა, აღნიშნული თვითრეგულაციის ორგანო შესაბამისი ტექნოლოგიითა და ინფორმაციით იქნება აღჭურვილი, რათა ზედამხედველობა განახორციელოს.

შეგახსენებთ, რომ გასული წლის დეკემბერში, სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის შემოსავლების სამსახურმა განაცხადა, რომ შეისწავლის ციფრული ვალუტასთან დაკავშირებული გადასახადების თავიდან არიდების ფაქტებს.

2018 წლის იანვარში სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის სარეზერვო ბანკმა ასევე, განაცხადა fintech-ის სპეციალური ჯგუფის შექმნის შესახებ, რომელიც აკვირდება სავალუტო პოლიტიკას, ბირჟების კონტროლის შედეგებსა და ზოგადად, ფინანსურ სტაბილურობას.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი