ჰაკერებმა General Bytes-ის ბიტკოინის ბანკომატებიდან მომხმარებელთა თანხები მიითვისეს

0
835

ბიტკოინის ბანკომატების მწარმოებელი კომპანია General Bytes-ის სერვერები, ცოტა ხნის წინ, ჰაკერული თავდასხმის მსხვერპლი გახდა და საკმაოდ დიდი ზიანიც მიადგა.

აღნიშნულმა შეტევამ ჰაკერებს საშუალება მისცა თავად გამხადარიყვნენ ადმინისტრატორები. შემდეგ ჰაკერებმა შეცვალეს პარამეტრები ისე, რომ თანხა მათ საფულეებში გადარიცხულიყო.

მოპარული თანხების ოდენობა და კომპრომეტირებული ბანკომატების რაოდენობა არ არის გამჟღავნებული, მაგრამ კომპანიამ სასწრაფოდ ურჩია ბანკომატების ოპერატორებს განაახლონ პროგრამული უზრუნველყოფა.

ჰაკინგი დაადასტურა General Bytes-მა, რომელიც ფლობს და მართავს 8827 ბიტკოინის ბანკომატს, რომლებიც ხელმისაწვდომია 120-ზე მეტ ქვეყანაში. კომპანიის სათაო ოფისი მდებარეობს პრაღაში, სადაც უშუალოდ ამზადებენ ბიტკოინის ბანკომატებს.

კომპანიის ბანკომატებით შესაძლებელი იყო 40-ზე მეტი მონეტის განაღდება.

General Bytes მოუწოდებს მომხმარებლებს, თავი შეიკავონ General Bytes ATM სერვერების გამოყენებისგან, სანამ ის არ განაახლებს თავის სერვერს.

მომხმარებლებს ასევე ურჩიეს შეცვალონ თავიანთი სერვერის firewall პარამეტრები ისე, რომ CAS ადმინისტრატორის ინტერფეისზე წვდომა იყოს მხოლოდ ავტორიზებული IP მისამართებიდან.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი