მედია: FTX-ის შემოსავალი ერთ წელიწადში 1000%-ით გაიზარდა

0
792

მედიის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, FTX-ის შემოსავალი ერთ წელიწადში 1000%-ით გაიზარდა.

კრიპტო ბირჟა FTX გასულ წელს იყო წინა რიგებში, როდესაც ბიტკოიის ისტორიული ფასის ფიქსირების შემდეგ კომპანიების შემოსავალი ასტრონომიულად გაიზარდა. გამოქვეყნებული მონაცმეების მიხედვით კრიპტო ბირჟამ მაშინ მომხმარებელების მასიური შემოდინების და გაცხოველებული კრიპტო ვაჭორბის შედეგად 1000%-იანი მოგება ნახა.

2020-2021 წლების ფინანსური აუდიტი იყო FTX-ს შემოსავლის 1000%-იანი ზრდის მოწმე. აუდიტის მონაცემების თანახმად 2020 წელს კომპანიას 90 მილიონი დოლარი ჰქონდა, ხოლო 2021 წლის იგივე პერიოდში უკვე 1.2 მილიარდი დოლარი.

ასევე აღსანიშნავია, რომ FTX-ის საოპერაციო შემოსავლის სუფთა მოგებამ 388 მილიონი დოლარი შეადგინა, როდესაც გასული წლის იგივე პერიოდში მათ მხოლოდ 17 მილიონი დოლარი ნახეს მოგება. ეს კი ზუსტად 2182,35%-ით მეტია გასული წლის მონაცმეებთან შედარებით.

გავრცელებული ინფორმაციით, FTX-მა 270 მილიონი დოლარი გამოიმუშავა 2022 წლის პირველ კვარტალში. თუმცა, ბირჟის ჩანაწერი კრიპტოვალუტის ფასის კლების პერიოდში ჯერ არ არის გამოვლენილი.

პირველი კვარტლის მუშაობის მიუხედავად, მიმდინარე კრიპტო ბაზარმა, დიდი ალბათობით, ზრდის ტრაექტორიაზე იმოქმედა.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი