რუსეთის ბანკი საკუთარი კრიპტოვალუტის გამოშვებას აპირებს

0
1275

რუსეთის “სბერბანკი” საკუთარი კრიპტოვალუტის, “სბერკოინის” გამოშვებას გეგმავს.

ციფრული აქტივების შესახებ ახალი კანონმდებლობის მიღებიდან ერთ თვეში, რუსეთის ფინანსური ინსტიტუტები ცდილობენ იმოქმედონ.

კანონის ამოქმედებით ქვეყნის უდიდესი ბანკი ვაჭრობას ახალ Blockchain პლატფორმის გამოყენებით გეგმავს.

რუსული ბიზნესის საინფორმაციო გამოშვების RBC–ს ანგარიშის თანახმად, “სბერბანკი” 2021 წელს ციფრული ვალუტის გამოშვებას გეგმავს. ეს კი მოხდება მაშინ, როდესაც საბოლოოდ ძალაში შევა ახალი კანონი “ციფრული ფინანსური აქტივების შესახებ”.

ახალი ამბები ჰერმან გრეფმა, “სბერბანკის” გენერალურმა დირექტორმა და თავმჯდომარემ გაავრცელა.

უნდა აღინიშნოს, რომ 96 მილიონზე მეტი კლიენტით, სახელმწიფო ბანკი ყველაზე დიდი ბანკია რუსეთში.

რამდენიმე თვის წინ არსებობდა მოსაზრება იმის შესახებ, რომ “სბერბანკი” საკუთარი “სტაბილკოინის” გამოშვებას ცდილობდა.

რუსეთში კანონი კრძალავს რიგ კრიპტო საქმიანობებს, მაგრამ, როგორც ჩანს, ეს არ ეხება სტაბილკოინებს. სტაბილკოინები, თავის მხრივ, რუბლის მხარდამჭერია და ვალუტის გამყარებას უწყობს ხელს.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი