SushiSwap-ი პლატფორმას სიახლეები აქვს

0
859

23 იანვარს მიღებული მმართველობის წინადადების თანახმად, დეცენტრალიზებული ბირჟა (DEX) SushiSwap მალე პლატფორმის სავაჭრო გადასახადების 100%-ს თავის ხაზინაში ოპერაციებისა და ტექნიკური მომსახურებისთვის ერთი წლის განმავლობაში გადაამისამართებს.

ეს ნაბიჯი მას შემდეგ გადაიდგა, რაც აღმასრულებელმა დირექტორმა ჯარედ გრეიმ გააფრთხილა, რომ ბირჟას დარჩენილი აქვს მხოლოდ 1,5 წელი.

წინადადების დაკმაყოფილების შემთხვევაში, სახაზინო შემოსავალი იქნება 50% ETH და 50% USDC.

ცალკეულ წინადადებაში, რომელიც იმავე დღეს გავიდა, ამომრჩეველთა 99,85%-მა აირჩია „clawback“ 10,936,284 გამოუცხადებელი ($14,8 მილიონი) ჟეტონი, რომელიც მიენიჭა ადრეული ლიკვიდობის პროვაიდერებს DEX-ის გაშვების დროს 2020 წელს.

ჯილდოები ხელმისაწვდომი იყო SushiSwap მომხმარებლებისთვის, რომლებიც უზრუნველყოფდნენ სავაჭრო ლიკვიდობას.

ვაჭრობა 2020 წლის აგვისტოდან 2021 წლის თებერვლამდე იყო შესაძლებელი.

ზოგიერთი მომხმარებელი ამტკიცებდა, რომ აღნიშნული ჯილოდები მათ სამართლიანად მოიპოვეს და მათი პრეტენზია ამ აქტივებზე უარყოფილი არ უნდა ყოფილიყო. სხვებმა თქვეს, რომ ისინი მხარს უჭერენ clawback-ს, რომელიც კომპანიის ხაზიანში ფინანსების დაბრუნების შანსებს ოდნავ ზრდის.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი