UNICEF-ის ავსტრალიის ფონდი მაინიგით ქველმოქმედების მიღებას შეძლებს

0
2132

UNICEF-ის ავსტრალიის ფონდმა 29 აპრილს ინიციატივა წარადგინა, რომელიც მომხმარებელს საშუალებას მისცემს კრიპტოვალუტის მაინინგით ქველმოქმედება გასწიოს.

UNICEF- ის ციფრული ბრენდისა და შინაარსის მენეჯერის ტონი ანდრეს ტანგამ საინფორმაციო გამოშვებას ITNews-ს განუცხადა, რომ ეს ყველაფერი გამჭვირვალეა და ისინი კომპიუტერის პროცესორის ძალას მომხმარებლის სურვილისამებრ ქველმოქმედებისთვის მიიღებენ.

ამასთანავე, აღსანიშნავია, რომ მომხმარებელი თავად ირჩევს რა რაოდენობის პროცესორის ენეგერგიის დახარჯვა სურს ქველმოქმედებაში.

“HopePage არის მთლიანად მომხმარებლის მიერ ინიცირებული და სწორედ მომხმარებელზეა ბოლო სიტყვა: სურთ, თუ არა მონაწილეობის მიღება”,- განაცხადა ტონი ანდრეს ტანგმა.

შეგახსენებთ, რომ UNICEF-ს სირიელი ბავშვების დასახმარებლად კრიპტოვალუტის მაინინგს ადრეც იყენებდა. კონკრეტულად, საქველმოქმედო კამპანია კომპიუტერული თამაშების მოყვარულებისკენ იყო მიმართული. ფონდის აქცია მოთამაშეების მიერ ეთერიუმის მოპოვებას გულისხმობდა. მაინინგის შედეგად დაგროვებულ ციფრულ ვალუტას “გეიმერები” UNICEF-ის ფონდში რიცხავდნენ.

შემოწირულობები მუშაობდა შემდეგნაირად: როდესაც მოთამაშეები დღის გარკვეულ მონაკვეთზე აღარ იყენებდნენ კომპიუტერს ისინი UNICEF-ის ეთერიუმის მაინინგის პროგრამას რთავდნენ, რომელიც უზრუნველყოფდა მოთამაშის კომპიუტერის სიმძლავრით ეთერიუმის მოპოვებას. ხოლო, მოთამაშის პირად ინფორმაციაზე პროგრამას არანაირი წვდომა არ ჰქონდა.

31 მარტს კამპანია დასრულდა და, როგორც აღმოჩნდა, 11.000-ზე მეტი ადამიანისგან 1.000 ევროზე მეტი იყო შემოწირული.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი