Blockchain.com-მა სინგაპურის ცენტრალური ბანკისგან თანხმობა მიიღო

0
764

კრიპტოვალუტის ბირჟა Blockchain.com-ი გახდა უახლესი კრიპტო კომპანია, რომელმაც მიიღო წინასწარი თანხმობა სინგაპურის ცენტრალური ბანკისგან ციფრული გადახდის სერვისების უზრუნველსაყოფად.

Blockchain.com-ის მარეგულირებელი დამტკიცება მოჰყვება Coinbase-ს, რომელმაც გამოავლინა, რომ მან მიიღო იგივე პრინციპული დამტკიცება სინგაპურის სავალუტო ორგანოსგან (MAS) 11 ოქტომბერს.

ოფიციალური დამტკიცების შემთხვევაში Blockchain.com შეუერთდება ისეთი კომპანიების სიას, რომლებიც უკვე ლიცენზირებულია ციფრული გადახდის Token სერვისებისთვის, მათ შორის კრიპტო ბირჟა DBS Vickers და Independent Reserve, ციფრული გადახდის გადაწყვეტილებების პროვაიდერი FOMO Pay და კრიპტო-მეგობრული გადახდების აპლიკაცია Revolut და სხვა.

Blockchain.com-ის აღმასრულებელმა დირექტორმა და თანადამფუძნებელმა პიტერ სმიტმა, სინგაპურის მარეგულირებლები შეაქო ინოვაციების ხელშეწყობისთვის, რამაც გამჭვირვალე მარეგულირებელი პროცესის შექმნა გამოიწვია.

„Blockchain.com-ი აფასებს სინგაპურის სავალუტო ხელისუფლებას მისი გამჭვირვალე მარეგულირებელი პროცესისთვის, რომელიც პრიორიტეტს ანიჭებს კრიპტო ინდუსტრიის ზედამხედველობას, ხოლო ინოვაციებს – განვითარების საშუალებას აძლევს”,- აღნიშნულია განცხადებაში.

აღსანიშნავია, რომ ეს არ არის პირველი კომპანია, რომელიც სინგაპურის მარეგულირებელს პოზიტიურად მოიხსენიებს, როგორც ჩანს ქალაქ-სახელმწიფო რეალურად ფიქრობს თავისი ეკონომიკის და ტექნოლოგიის ამ გზით განვითარებაზე.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი