სამხრეთ კორეს სამართალდამცავმა უწყებამ კრიპტო თაღლითობასთან დაკავშირებით 16 პირი დააკავა

0
802

სამხრეთ კორეის სამართალდამცავმა უწყებამ 16 ადამიანი დააკავა. ისინი დაკავშირებულნი არიან 2 მილიარდი დოლარის კრიპტო ფორექსის ტრანზაქციებთან.

მედიის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, სამხრეთ კორეის საბაჟო სამსახურის ხელისუფლებამ დააკავა 16 ადამიანი, რომლებიც მონაწილეობდნენ უკანონო სავალუტო ტრანზაქციებში, რომლებიც დაკავშირებულია დაახლოებით 2 მილიარდი დოლარის ღირებულების კრიპტოვალუტებთან.

სამხრეთ კორეის საინფორმაციო სააგენტო Newsis-ის მოხსენების თანახმად, ქვეყნის საბაჟო ორგანოები აპირებენ უკანონო გარიგებებთან დაკავშირებული ორი უსახელო პირის დევნას, დაუდევრობის გამო შვიდი პირისათვის ჯარიმის დაკისრებას და სხვა შვიდ პირზე გამოძიების გაგრძლებეას.

თებერვლიდან მოყოლებული, კორეის საბაჟო სამსახურის გამოძიებამ აღმოაჩინა 2,7 ტრილიონ ვონი, რომელიც შიდა და უცხოურ კრიპტო ბირჟების ტრანზაქციებთან იყო დაკავშირებული.

380 მილიარდ ვონზე მეტი (283 მილიონი აშშ დოლარი) აქედან დაკავშირებული იყო უკანონო ფულად გზავნილებთან, რომლის დიდი წილი კრიპტოვალუტების გამოყენებით ხორციელდებოდა.

მოხსენების თანახმად, ორი პირის მიმართ ბრალდებები გამოწვეულია კორეის სავალუტო ტრანზაქციების აქტის სავარაუდო დარღვევით, საუბარია 2017 წელს შესწორებულ კანონმდებლობაზე, რომელიც კრიპტოტრანზაქციებში ჩართულ პირებს ავალდებულებს, მიიღონ მარეგულირებელი თანხმობა ფინანსური მომსახურების კომისიისგან.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი