რუსეთის უდიდესმა სახელმწიფო ბანკმა, Sberbank-მა რუსეთის ცენტრალურ ბანკში განცხადება შეიტანა, რათა შექმნას Blockchain პლატფორმა საკუთარი სტაბილკოინისთვის. სტაბილკოინის სახელწოდება კი Sbercoin-ი იქნება.
Sberbank-ის ტრანზაქციების დირექტორმა, სერგეი პოპოვმა ახალი ამბის შესახებ, ადგილობრივი ფინანსური ღონისძიების დროს, მედიასთან ისაუბრა.
ციფრული გარდაქმნისა და ციფრული ეკონომიკის რეგულირების პერსპექტივების შესახებ პოპოვმა აღნიშნა, რომ Sberbank-მა იანვრის დასაწყისში მიმართა ცენტრალურ ბანკს და განმარტა, რომ რეგისტრაციის პროცედურა, ჩვეულებრივ, 45 დღეზე მეტხანს არ გაგრძელდება.
“დიდი ალბათობით, ეს პროექტი გაზაფხულზე დაიწყება. განსახილველი არის კიდევ ერთი საკითხი, რომელზეც მსჯელობა ჯერ ბოლომდე არ დასრულებულა. ეს ციფრული ფინანსური აქტივების დაბეგვრას უკავშირდება. თუმცა ვიმედოვნებთ, რომ ეს საკითხი მალე მოგვარდება”,-აღნიშნა Sberbank-ის წარმომადგენელმა.
შეგახსენებთ რომ, ჯერ კიდევ აგვისტოში გახდა ცნობილი, რომ Sberbank-ი ციფრული ვალუტის გამოშვებაზე მუშაობდა.
ბანკის წარომადგენელი, სერგეი პოპოვი აცხადებდა, რომ რუსეთის საბანკო გიგანტი საკუთარი კრიპტოვალუტის შექმნაზე ფიქრობდა, რომლის ყიდვაც რუსული რუბლით იქნებოდა შესაძლებელი.