15 იანვარს დაფიქსირებული ფასების მცირე მიმოხილვა

0
1116

პარასკევს, 15 იანვარს ფასების ზრდის შემდეგ ციფრული ვალუტების ბაზარი კვლავ შემცირდა.

ბიტკოინის კურსმა ბოლო 24 საათის განმავლობაში თითქმის 9%-ით დაიკლო. კრიპტოვალუტის ფასის ნიშნული კი 35.800 დოლარამდე ჩამოვიდა.

უნდა აღინიშნოს, რომ ჯერ კიდევ გუშინ ბიტკოინის კურსი 36.800-სა და 39.900 დოლარის ფარგლებში მოძრაობდა.

ამასთანავე, უნდა აღინიშნოს, რომ კვირის განმავლობაში ბიტკოინის ფასმა ყველაზე მაღალი მაჩვენებელი 8 იანვარს დააფიქსირა, როდესაც კურსმა 41.946 დოლარი შეადგინა.

კაპიტალიზაციის მაჩვენებლით მეორე ადგილს კვლავ ეთერიუმი ინარჩუნებს. ბოლო ორი დღეა კრიპტოვალუტის ფასი 1.200 დოლარის ფარგლებში მოძრაობს. ამჟამად, ეთერიუმის ფასი შემცირებულია და ის 1.152 დოლარს შეადგენს.

რაც შეეხება Tether-ს: უკანასკნელი 24 საათის განმავლობაში ალტკოინის ფასს კლება არ განუცდია. კრიპტოვალუტის კურსი ბოლო შვიდი დღის განმავლობაში მხოლოდ 0.09%-ით არის შემცირებული. ამჟამად, Tether-ის ფასი 1 დოლარს შეადგენს.

შეგახსენებთ რომ, CoinMarketCap-ის მონაცემების თანახმად, 15 იანვარს კრიპტოვალუტების მთლიანი საბაზრო კაპიტალიზაცია დაახლოებით 989.5 მილიარდ დოლარს შეადგენდა.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი