ამერიკული კომპანია ომანში მაინინგის ობიექტს გახსნის

0
701

ამერიკული ენერგეტიკული კომპანია ახლო აღმოსავლეთში კრიპტო-მაინინგის ობიექტს ბლოკირებული ბუნებრივი აირის გამოსაყენებლად ხსნის.

დღესდღეობით კრიპტო მაინინგის გარშემო მწვავე დისკუსია მიმდინარეობს, თუ რამდენად ეთიკურია გარემოს მიმართ მსგავსი დატვირთვით მომუშავე უამრავი მაინინგ ცენტრი.

ამის ფონზე დენვერში დაფუძნებული მაინინგ კომპანია, ახლო აღმოსვლეთის ნავთობით მდიადრ ქვეყანასთან დებს ხელშეკრულებას, რომელიც საწვავის გადამუშავების შედაგად მიღებული ნარჩენების გამოყენებას ეხება.

საუბარია კრიპტო მაინინგისათვის გადამუშავებული საწვავის ნარჩენების საწვავად გამოყენებაზე. ამან შედარებით დააცხრო იმ „მწვანე“ მოძრაობების, პარტიებისა და აქტივისტების პროტესტი, რომლებიც აქტიურად არიან ჩართული წინააღმდეგობის მოძრაობაში.

ცოტა ხნის წინ Bloomberg-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ Crusoe Energy, ოპერატორი, რომელიც აორმაგებს დახარჯული საწვავის ენერგიას კრიპტომაინინგის გამოთვლით სიმძლავრეზე, დაიწყებს ომანში მუშაობას. ომანზე მსოფლიო გაზის იმპორტის 21% წილი მოდის.

ამერიკული კომპანია ომანის დედაქალაქ მასკატში სათაო ოფისს გახსნის.

აღსანიშნავია, რომ კომპანიამ უკვე გამართა სემინარი ომანის ენერგიის უმსხვილეს მწარმოებლებთან, OQ SAOC-თან და Petroleum Development Oman-თან. პირველი საპილოტე პროექტი ამ წლის ბოლოს ან 2023 წლის დასაწყისში ამოქმედდება.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი