გიბრალტარში მთავრობის მხარდაჭერით Blockchain კურსები იხსნება

0
2092

გიბრალტარის მთავრობამ გიბრალტარის უნივერსიტეტთან თანამშრომლობით მრჩეველთა ჯგუფი ჩამოაყალიბა, რომელიც Blockchain ტექნოლოგიასთან დაკავშირებული საგანმანათლებლო კურსების განვითარებაზეა ფოკუსირებული.

ამის შესახებ ადგილობრივი მედია საშუალება იტყობინება.

ჯგუფის სახელწოდება არის “ახალი ტექნოლოგიები განათლებაში”. სასწავლო კურსები სავარაუდოდ, მიმდინარე წლის ბოლოს დაიწყება. ამ ინიციატივას ასევე მხარს უჭერენ Blockchain კომპანიები, რომლებიც ამ ეტაპზე გიბრალტარის მარეგულირებლისგან ლიცენზიის მიღებას ელოდებიან.

“ინოვაციური კურსების ხელმისაწვდომობა წარმოადგენს გიბრალტარის მდგრადი ლეჯერ ტექნოლოგიის კომერციული კუთხით განვითარების მნიშვნელოვან კომპონენტს”, – განაცხადა დედოფლის მრჩეველმა გილბერტ ლაიცუდიმ.

ინიციატივის თანახმად, სტუდენტები “ჭკვიანი კონტრაქტების” სისტემასაც გაეცნობიან. კურსის დასრულების შემდეგ გაიცემა კომპეტენციის დამადასტურებელი პროფესიული სერთიფიკატი.

“ამ პროექტის დაწყებით საკონსულტაციო ჯგუფი ქმნის პროფესიულ გარემოს, რათა გიბრალტარი გახდეს თანამედროვე, ციფრული ტექნოლოგიების ჰაბი.”-ნათქვამია მთავრობის მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ 2018 წლის იანვარში გიბრალტარის მთავრობამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ქვეყანა ლეჯერ ტექნოლოგიებისთვის კონკრეტულ იურიდიულ ნორმებს შექმნიდა.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი