Saudi Aramco მაინინგთან დაკავშირებულ ინფორმაციას არ ადასტურებს

0
1015

Saudi Aramco ბიტკოინის მოპოვებასთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციას უარყოფს.

საუდის არაბეთის ნავთობკომპანია ყურადღების ცენტრშია მას შემდეგ, რაც 5 მილიონი დოლარის ინვესტიცია Blockchain-ზე დაფუძნებულ ნავთობის სავაჭრო კომპანია Vakt–ში განახორციელა.

მიუხედავად იმისა, რომ ეს ნაბიჯი მიზნად ისახავდა ვაჭრობის შემდგომი დამუშავების დიგიტალიზაციას და გამარტივებას, კომპანიამ ასევე განაცხადა, რომ ბიტკოინის მაინინგს დაიწყებდა. თუმცა, საუდის არაბეთის სახელმწიფო ნავთობკომპანიამ გამოაქვეყნა ოფიციალური განცხადება ბიტკოინის მოპოვების შესახებ გავრცელებული ინფორმაციის უარყოფის მიზნით.

”ბოლოდროინდელ ინფორმაციასთან დაკავშირებით, რომელიც მაინინგს ეხება Saudi Aramco აცხადებს, რომ სიმართლეს არ შეესაბამება”,- ნათქვამია განცხადებაში.

ბევრმა მთავრობამ, მათ შორის ჩინეთმა, ბოლო დროს დაიწყო მაინინგის აკრძალავასთან დაკავშირებული ნაბიჯების გადადგმა, რაც აიძულებს ბიზნესს თავშესაფარი, იპოვონ სხვა კრიპტო მეგობრულ ქვეყნებში.

მეორე მხრივ, ახლო აღმოსავლეთის ქვეყნები, როგორიცაა არაბეთის გაერთიანებული საამიროები და საუდის არაბეთი აგრძელებენ კრიპტოვალუტის გამოცდას. ასევე ბაჰრეინის ცენტრალურმა ბანკმა შიდა კრიპტო ბირჟებისთვის ახლახანს გასცა ლიცენზია.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი