ურუგვაი კრიპტო რეგულაციაზე მსჯელობს

0
1311

ურუგვაელმა სენატორმა წარადგინა კანონპროექტი, რომელიც მიზნად ისახავს ბიზნესში კრიპტოვალუტის ლეგიტიმურ, ლეგალურ და უსაფრთხო გამოყენებას.

სენატორმა ხუან სატორიმ წარადგინა კანონპროექტი, რომელიც დაარეგულირებს კრიპტოვალუტას და საშუალებას მისცემს ბიზნესს მიიღოს კრიპტო გადასახადები.

სენატორი უერთდება სამხრეთ ამერიკისა და ესპანურენოვანი ქვეყნების პოლიტიკოსების მზარდ ჩამონათვალს, რომლებიც ბიზნეს საქმიანობაში კრიპტოვალუტის დანერგვას ცდილობენ.

კანონპროექტი მომხმარებელს სთავაზობს, რომ კრიპტოვალუტები იქნება აღიარებული და მიღებული კანონით და გამოიყენება ნებისმიერ ლეგალურ ბიზნესში.

რამდენიმე წლის წინ ურუგვაის საკანონმდებლო ორგანოში fintech განყოფილების ყოფილმა პრეზიდენტმა და დამფუძნებელმა სებასტიან ოლივერამ განაცხადა, რომ ურუგვაი ციფრული ვალუტისთვის “მეგობრული” ქვეყანა უნდა გამხდარიყო.

“ჩვენ ვაცნობიერებთ, რომ მარეგულირებელ სფეროს გარეთ არ შეიძლება განვითარდეს ესა თუ ის აქტივობა. როდესაც ვსაუბრობთ ფინანსურ სისტემაზე, ეს ნიშნავს, რომ ჩვენ ვმუშაობთ მარეგულირებელთან და ყველა სხვა დაინტერესებულ მხარესთან. ჩვენი დიდი სურვილია, რომ ურუგვაი კრიპტოვალუტისთვის მეგობრულ ტერიტორიად იქცეს”,-განაცხდა სებასტიან ოლივერამ.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი