Reddit-მა დაფინანსების რაუნდი გამოაცხადა

0
1009

პოპულარული სოციალური მედიის პლატფორმა Reddit–მა 4 მილიარდი აშშ დოლარი შეაგროვა. ექვსი თვის წინ კომპანიამ 250 მილიონი დოლარი შეაგროვა E სერიის დაფინანსებაში 6 მილიარდი დოლარის ღირებულებით.

ახლა კი Reddit–მა F სერიის დაფინანსების რაუნდი გამოაცხადა, რომელსაც Fidelity Management and Research Company ხელმძღვანელობდა. რაუნდი სავარაუდოდ დაახლოებით 700 მილიონზე დაიხურება, რაც საერთო მოცულობას კიდევ უფრო გაზრდის.

New York Times-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, დაფინანსების რაუნდში ინვესტიციამ 410 მილიონ აშშ დოლარს მიაღწია, ხოლო Reddit-ი აცხადებს, რომ იგი არსებული ინვესტორების დამატებით დაფინანსებას 700 მილიონ აშშ დოლარამდე ელოდება.

ამ თემაზე, სტივ ჰაფმანმა, Reddit–ის თანადამფუძნებელმა და აღმასრულებელმა დირექტორმა Times–თან აღნიშნა:

”ჩვენ ჯერ კიდევ ვგეგმავთ საჯაროდ გამოცხადებას, მაგრამ ჯერჯერობით არ გვაქვს კონკრეტული ვადები”.

შეგახსენებთ, რომ ამერიკული სოციალური მედია, Reddit-ი 2005 წელს შეიქმნა. კომპანიის დამფუძნებელი ალექსის ოენიანი კი ციფრული ვალუტის სექტორის მიმართ პოზიტიური დამოკიდებულებით გამოირჩევა.

მისი თქმით, ბიტკოინსა და კრიპტოვალუტას აქვს პოტენციალი, რომ გახდეს “ახალი ინტერნეტი”, მაღალი არასტაბილურობის მიუხედავად.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი