NFT შესაძლოა, ფულის გათეთრებისთვის გამოიყენონ

0
986

NFT-ი თავდაპირველად შეიქმნა, როგორც გართობის ერთგვარი საშუალება, მაგრამ არსებობს რისკი, რომ ის თაღითურ საქმიანობაში გამოიყენონ.

კრიპტო სფეროში სულ უფრო აქტუალური ხდება აზრი, რომ NFT–ი შესაძლებელია გამოყენებული იყოს გადასახადების თავიდან არიდების მიზნით.

ეს აზრი ეფუძნება იმ არგუმენტს, რომ NFT ტექნოლოგიას დიდად არ ეხება კანონის სიმკაცრე და მარეგულირებელი სისტემის შეზღუდვები.

უნდა აღინიშნოს, რომ ბოლო დროს NFT სულ უფრო და უფრო პოპულარული ხდება. მაგალითად, აგვისტოს დასაწყისში ცნობილი გახდა, რომ Yahoo! NFT-ით ვაჭრობას დაიწყებდა.

კომპანია თანამშრომლობს Line-თან, რათა დაიწყოს NFT-ით ვაჭრობა. Line-მა, ცოტა ხნის წინ, ოფიციალურად განაცხადა, რომ თავისი კრიპტოვალუტებზე ორიენტირებული შვილობილი კომპანია LVC Corporation ითანამშრომლებს Yahoo!-სთან, რაც იაპონიას NFT–ების მეორადი ვაჭრობის საშუალებას მისცემს, რომელიც დაფუძნებული იქნება Line–ის საკუთრების Blockchain-ზე.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი